ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში სპეციალურ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელშიც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის რჩევებს აძლევს კოვიდგადატანილ ადამიანებსაც, რომლებიც ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ორჭოფობენ. პედიატრი იმ მითებსაც ეხმიანება, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ აქტიურად ვრცელდება.
მხოლოდ ორი ინგრედიენტი და თრომბოზისგან დაზღვეული იქნებით
თრომბოზი, კოვიდინფექციის გართულებაა. მის თავიდან ასაცილებლად ექიმი ოთარ ტატიშვილი გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ნივრისგან სისხლის გასათხელებელი ნაზავი.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ნიორი
სპირტი ან არაყი
რამდენიმე კბილი ნიორი გაჭყლიტეთ, გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ჭიქა სპირტი ან არაყი, დააფარეთ კონტეინერს თავზე და დატოვეთ ბნელ ადგილზე 10 დღის განმავლობაში. 10 დღის გასვლის შემდეგ, გაწურეთ, დარჩენილი მასიდან 10-10 წვეთი გახსენით წყალში და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.