ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში სპეციალურ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელშიც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის რჩევებს აძლევს კოვიდგადატანილ ადამიანებსაც, რომლებიც ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ორჭოფობენ. პედიატრი იმ მითებსაც ეხმიანება, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ აქტიურად ვრცელდება.
სამკურნალო საშუალება, რომელმაც წესით კოვიდი უნდა დაამარცხოს
პანდემიასთან ბრძოლის ახალ პერსპექტივა - გაამართლებს თუ არა, ექსპერიმენტული წამალი კოვიდთან ბრძოლაში.
აღნიშნულ თემაზე ავსტრიაში მოღვაწე სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი გერალდ ვირნსბერგერი საუბრობს. მისი თქმით, მედიკამენტი კორონავირუსს საშუალებას არ მისცემს ორგანოები დააზიანოს. წამალს ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც კორონავირუსის დროს ხელს უშლის ორგანიზმში ანთებითი პროცესების წარმოქმნას და დაავადების რთული ფორმებით მიმდინარეობას:
,,ამ მედიკამენტის მოქმედების ორ ფორმას აკვირდება ჩვენი ინსტიტუტი - ინტრავენური და საინჰალაციო. ინტრავენური ფორმით მედიკამენტი ნაწილდება მთელს ორგანიზმში და აღწევს ყველა სივრცეში, ხოლო საინჰალაციო ფორმის დროს მედიკამენტი სწრაფად გადის ბრონხებში და ფილტვებში. ამ ფორმის გამოყენება დაავადების საწყის ფაზაშია უმჯობესი, რადგან იგი ხელს უშლის დაავადების მთელ ოგანიზმში გავრცელებას, განსაკუთრებით ფილტვებში, რაც როგორც ვიცით, დაავადების მძიმე მიმდინარეობას განაპირობებს. დაავადების მძიმედ მიმდინარეობის დროს კი ინტრავენური (მედიკამენტის გადასხმით), მკურნალობაა ეფექტური,'' - დასძინა გერალდ ვირნსბერგერმა.