Baby Bag

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვების(12-15 წლის) ვაქცინაციაზე ისაუბრა, რომელთა აცრის დაწყებასაც ამ ეტაპზე განიხილავენ.

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12-15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა. მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პაციენტები არიან მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფრებში, აქვთ დაავადებები, რომლებიც აქვეითებს მათ იმუნურ სტატუსს, ეს არის სხვადასხვა გულ-ფილტვის დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები, მანკები, ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მოითხოვს მკურნალობას, ჰორმონებით ან ქიმიოპრეპარატებით. ასევე, ვისაც აქვს ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, რომელთა დროს რისკი მეტია“.

პედიატრის თქმით, ვაქცინაცია არის პრევენცია, ის არ არის 100%-იანი დაცვა:

„ვაქცინაციის მეშვეობით ვიცავთ ბავშვს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში ან საერთოდ არ, ან მსუბუქი სიმპტომატიკით გამოეხატოს ინფექცია.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ზოგადად, ნებისმიერ ვაქცინას ახასიათებს, ძირითადი და დროებითი უკუჩვენება. ადგილობრივი რეაქცია, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურული რეაქცია, რაც შესაძლებელია, როგორც მოზრდილს, ასევე ბავშვს განუვითარდეს".

წყარო: "დილა მშვიდობისა საქართველო"

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დაიხედეთ ფრჩხილებზე და ნახეთ, გაქვთ თუ არა თეთრი ლაქები'' - რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი?

,,დაიხედეთ ფრჩხილებზე და ნახეთ, გაქვთ თუ არა თეთრი ლაქები'' - რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი?

თუ სხეულს აკლია რომელიმე ვიტამინი ან მეტალი, შეიძლება ფრჩხილებზე გაჩნდეს თეთრი ლაქები. შეიძლება, მისი გამომწვევი მიზეზი ტრავმაც იყოს. მსუბუქი მირტყმაც კი შეიძლება გახდეს თეთრი ლაქების გამომწვევი და სწორედ ეს არის მისი გაჩენის ხშირი მიზეზი. 

ასევე თეთრ ლაქებს იწვევს:

  • პუნქტატური ლეიკონიქია;
  • თუთიის დეფიციტი;
  • რკინის დეფიციტი;
  • ცილების დეფიციტი;
  • ვიტამინების დეფიციტი;
  • გულის დაავადებები;
  • ფსიქოგენური სტრესი;
  • პნევმონია;
  • ალფა-კერატინი (წარმოუქმნელობა)

კიდევ რა შემთხვევაშია ფრჩხილზე თეთრი ლაქები და რას ნიშნავს, როცა შავი ლაქები ჩნდება? - ნახეთ ვიდეო 

წყარო: Usmle

წაიკითხეთ სრულად