ტეხასელმა ტელმა ჩიაკამ 9 წუთში 6 შვილი - 4 ბიჭი და 2 გოგო გააჩინა. ამის შესახებ Hindustantimes.com წერს.
ექიმების განმარტებით, იმის შანსი, რომ ქალმა ერთდროულად 6 შვილი გააჩინოს 4,7 მილიარდში ერთია.
დედა და შვილები თავს მშვენივრად გრძნობენ. დედამ გოგოებს ზინა და ზურიელი დაარქვა, ბიჭების სახელები კი ჯერჯერობით არ მოუფიქრებია.