- წყალი 8%
- ცილა 16,9 გრამი
- ნახშირწყლები 66,3 გრამი
- შაქარი 0 გრამი
- ბოჭკო 10,6 გრამი
- ცხიმი 6,9 გრამი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა
პოლიდიფსია სამედიცინო ტერმინია და გაძლიერებული წყურვილის გამო სითხის ჭარბად მიღებას ნიშნავს. ჯანმრთელ ბავშვს მომატებული წყურვილი შესაძლოა, ჰქონდეს ძალიან ცხელ ამინდში, მარილიანი საკვების მიღების ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. თუმცა, თუკი ჭარბი წყურვილის მიზეზი არაა თვალსაჩინო და წყლის ჭარბად მიღება რამდენიმე დღე მაინც გრძელდება, განსაკუთრებით თუ შარდიც ჭარბად გამოიყოფა, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან.
მაგალითისათვის: თუკი თქვენ გყავთ 5 წლის ბავშვი, რომელიც 20 კგ-ს იწონის და 2000 მლ-ზე მეტს შარდავს 24 საათის განმავლობაში ან/და სვამს 2 ლიტრზე მეტ წყალს, აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს და შეატყობინოთ ამის შესახებ.
როგორ შევაფასოთ სწორად?
სითხის ჭარბ მიღებასა და შარდის ჭარბ გამოყოფაზე ეჭვის დროს აუცილებლია დაკვირვება და სწორად შეფასება. სასურველია, სანამ ექიმს მიმართავთ, გქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია: რამდენი მიიღო და გამოყო ბავშვმა სითხე ბოლო 24 საათის მანძილზე.
აღრიცხვა დაიწყეთ დილით გაღვიძებისთანავე, ჩაიწერეთ როგორც მიღებული წყლის რაოდენობა, ასევე სხვა სითხეები, როგორიცაა წვნიანი და წვენი. შეეცადეთ, ყოველთვის გამოიყენოთ ერთი და იგივე საზომიანი ჭიქა ან ბოთლი. აღრიცხვა აწარმოეთ მეორე დილამდე, ღამის ჩათვლით. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ ბავშვი ღამით სპეციალურად რამდენჯერმე იღვიძებს წყურვილის ან მოშარდვის აუცილებლობის გამო.
შედარებით უფრო რთული, მაგრამ შესაძლებელია გამოყოფილი შარდის რაოდენობის განსაზღვრაც, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ბავშვი ჯერ კიდევ საფენებს იყენებს.
ათვლა დაიწყეთ დილის პირველი საფენის გამოცვლის შემდეგ. მოაგროვეთ ყველა მომდევნო საფენი მეორე დილით გამოცვლილის ჩათვლით, აწონეთ და გამოაკელით იგივე რაოდენობის გამოუყენებელი საფენების წონა. 24 საათის განმავლობაში მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა თითქმის უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.
განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ:
პოლიურია და პოლიდიფსია უმეტესად შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტისათვის დამახასიათებელი ნიშნებია და მოითხოვს დროულ შეფასებას.
აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზის დონე, გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი და მიმართოთ თქვენს პედიატრს ან ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
წყარო: