Baby Bag

„წონის მატების დროს ეს 6 რაღაც უნდა გვახსოვდეს“ - გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევებით

„წონის მატების დროს ეს 6 რაღაც უნდა გვახსოვდეს“ - გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევებით

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე წონის მატების თემაზე საუბრობს. 

მისი თქმით, ჭარბწონიანობის შემთხვევაში ადამიანმა სამი რაღაც მუდმივად უნდა აკონტროლოს და 3 კი თავიდანვე შეამოწმოს:

„როცა საქმე ეხება წონის მატებას, გენეტიკაში კი წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს, კვების რეჟიმიც ჩვეულებრივია, ფიზიკურადაც აქტიურები ვართ, მაგრამ წონაში მაინც ვიმატებთ, ამ შემთხვევაში ჩემი რჩევაა პირველ რიგში ექიმთან მიხვიდეთ, მაგრამ ხშირად ამას ადამიანები ვერ ახერხებენ ხოლმე, ამიტომ მე მოგცემთ რჩევას - თუ წონაში მატება გაქვთ, თქვენთვის აუხსნელი მიზეზით, მაშინ მარტივი გამოსავალია შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. მეორე რჩევაა შეამოწმოთ საკვერცხეების პოლიკისტოზი. მესამე რაც უნდა შეამოწმოთ, ეს არის კუშინგის სინდრომი. ეს არის სამი დაავადება, რომელიც უნდა შეამოწმოთ თუ გაქვთ ჭარბი წონა. ასევე კიდევ არის სამი ანალიზი, რომელიც უნდა ჩაიტარო თუ ჭარბწონიანი ხართ. ეს არის სისხლში კლუკოზის შემცველობა, წნევა და მესამე - ქოლესტერული,“ - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

თუ რატომ არის  ჭარბწონიანობის შემთხვევაში ამ 6 მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება აუცილებელი, ნახეთ ვიდეო👇

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

​,,საქართველოში ბევრი ადამიანის პრობლემაა ჭარბი წონა, რაც გამოხატულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში"

​,,საქართველოში ბევრი ადამიანის პრობლემაა ჭარბი წონა, რაც გამოხატულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში"

​,,საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა არის ჭარბი წონა - ის გამოხატულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში - დაწყებული ახალგაზრდებით, დამთავრებული მოხუცებით", - ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ ​ისაუბრა.

,,ჭარბი წონის პრობლემა შემაწუხებელია, რადგან ის, თავის მხრივ, ქმნის გულსისხლძარღვთა, თავის ტვინის დაავადებების რისკს. რატომ ვითარდება ჭარბი წონა - ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ იცით, რომ ჭარბი წონის უმთავრესი ხელშემწყობი ჰორმონი ჩვენს ორგანიზმში არის ინსულინი? საკმარისია, დღის განმავლობაში ინსულინის მაჩვენებელმა  რამდენჯერმე მიაღწიოს პიკურ მაჩნენებელს, რომ თქვენ წონაში მოიმატებთ და დამარაგებულ ცხიმს ვეღარაფერს უზამთ. არის ერთადერთი საკვები, რომელიც სხეულში ინსულინის რაოდენობას არ ზრდის და ხელს არ შეუწყობს წონაში მომატებას - ეს არის ბოჭკო. ბოჭკოში მოიაზრება ცელულოზა და ნებისმიერი ის ნახშირწყალი, რომლის მონელებაც ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია. ეს ბოჭკოები შეიძლება, იყოს შემდეგ საკვებში: პომიდორი, კიტრი, სტაფილო, ბროკოლი, ავოკადო, ვაშლი - ნებისნმიერი მწვანე ან სხვა ფერის მცენარეული საკვები პროდუქტი, რაც არის სალათებში. ინსულინი არის ჰორმონი, რომლის მიზანიც არის, რომ ადამიანმა წონაში მოიმატოს

თუ ადამიანი არ ჭამს ცხიმიან საკვებს და ის მაინც იმატებს წონაში,  რა არის ამის მექანიზმი - ისევ ინსულინი. ის ჩვენს ორგანიზმში ააქტიურებს ფერმენტს, რომელიც ნახშირწყლებს გადააქცევს ცხიმებად. საკმარისია, დღის მანძილზე მიირთვა ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს სახამებელსა და მარტივ ნახშირწყლებს, უკვე ინსულინის რაოდენობა გაქვს მაღალი. შეიძლება, მთელი დღე იყო დიეტაზე, მაგრამ აზრი არ აქვს, რადგან ინსულინის რაოდენობა უკვე გაქვს მაღალი. ჭარბი ინსულინი ზრდის სხეულში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას, რაც აზიანებს ინსულინის რეცეპტორებს და ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. 

ჩვენს სხეულს აქვს ერთი მინუსი - დღის მანძილზე რომ მიირთმევ ტკბილს პროდუქტებს, რომლებიც გიზრდიან  ინსულინს, წონაში იმატებ, მაგრამ ვეღარ იკლებ, რადგან ინსულინი უშლის ხელს, რომ წონაში დაიკლო. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია, რომ ცხიმოვანი მჟავები კვლავ გარდაქმნას ნახშირწყლებად. ამიტომაც არის, რომ წონაში იმატებ, მაგრამ ვეღარ იკლებ. ეს რომ არ მოხდეს, შეეცადეთ, არ მიიღოთ ისეთი ნახშირწყლები, რომლებიც არიან სახამებლით მდიდარი, მიიღეთ ისეთები, რომლებიც მდიდარია ცელულოზით. ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან ბევრ სარგებელს იპოვით", - განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად