ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„ახლა ვუსმენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის და სამედიცინო ექსპერტის შეფასებებს.
„ვაქცინაცია დროებით შეჩერდა იმიტომ, რომ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. ამ ეტაპზე სახიფათოა, რომ ადამიანებს მოუწოდო, როგორც აცრის გაკეთებაა, ასევე აცრის არგაკეთება. ჩვენ კვლევები არ დაგვისრულებია, დასრულდება და მერე ვაკეთოთ განცხადებები“.
როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები რამდენიმე „ექიმის“ მიერ და შენს კომპეტენციაზე საუბრობენ.
საქართველოა, ჩვენთან მიუღებელია დალოდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს გაურკვევლობა და ხალხს ექნება ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ.
და კიდევ, თუ ელოდები, ანტივაქსერი ხარ მათი აზრით“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე სიმშვიდისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც სახლის პირობებში მკურნალობენ და კოვიდ-19-ს ებრძვიან. მისი თქმით, პანიკური შიშის გამო პაციენტები ხშირად უჩივიან პულსის აჩქარებას და სუნთქვის სიხშირის მატებას:
„უპირველეს ყოვლისა უნდა მივეჩვიოთ, რომ დავმშვიდდეთ. პაციენტი უნდა დავამშვიდოთ. როდესაც სტრესული ვითარებაა, პულსი და სუნთქვის სიხშირე იმატებს. ამან, შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს. დღეს არის სპეციალური მოწყობილობა პულსოქსიმეტრი, რომელიც გვიჩვენებს პერიფერიულ სისხლში ჟანგბადის შემცველობას. ეს არის უტყუარი მაჩვენებელი. რასაკვირველია, ტემპერატურის კონტროლი უნდა იყოს, აუცილებელია არტერიული წნევის მონიტორინგი. აქვე უნდა დავთვალოთ სუნთქვის სიხშირე. პაციენტებმა უკვე ისწავლეს თავისი თავის მონიტორინგი. სატურაციის განსაზღვრის აპლიკაცია მობილურ ტელეფონებსაც აქვთ. აპლიკაცია აბსოლუტური სიზუსტით არ გამოირჩევა, მაგრამ მაჩვენებლები დაახლოებულია რეალობასთან.“
„სუნთქვის უკმარისობასთან დაკავშირებით მაინც გავამახვილებ ყურადღებას, რომ როდესაც პაციენტი იგრძნობს ამ სიმპტომებს, აუცილებლად დაუკავშირდეს ექიმს. სუნთქვის სიხშირის მომატება, ქოშინი, ტკივილი გულ-მკერდის არეში სწორედ ეს სიმპტომებია. როდესაც პაციენტები ვერ უკავშირდებიან ექიმს, მათ მეტ-ნაკლებად იციან საკუთარი თავის მართვა, ეს არის ბრონქოლიტიური საშუალებების, დამამშვიდებლების გამოყენება. თუ გამოხატულია კანისა და ლორწოვანის ლურჯ ფერში გადასვლა, ტუჩის გარშემო ჩნდება სილურჯე, ეს უკვე კრიტიკული მაჩვენებელია. ამ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია.“
„საყურადღებოა საერთო სისუსტე, მივარდნილობა, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა. ასეთ დროს პაციენტი რთულად გამოდის კონტაქტზე. ყველაზე ხშირად მაინც ვლინდება სუნთქვის უკმარისობა. სუნთქვის უკმარისობა იწვევს იმ პანიკურ შიშს, რის გამოც ვიმკით იმ გართულებებს რომელიც გვაქვს, ეს არის მაღალი მიმართვიანობის მაჩვენებლები სტაციონარებში. ხშირად ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო და პაციენტი დაჟინებით ითხოვს სტაციონარში გადაყვანას. ის იკავებს იმ პაციენტის ადგილს, რომელიც რეალურად საჭიროებს იმ პაციენტის ადგილს, რომელსაც რეალურად ესაჭიროება ინტენსიური თერაპია,“ - აღნიშნული საკითხების შესახებ კახა ვაჭარაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ საუბრობს.