ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„ახლა ვუსმენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის და სამედიცინო ექსპერტის შეფასებებს.
„ვაქცინაცია დროებით შეჩერდა იმიტომ, რომ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. ამ ეტაპზე სახიფათოა, რომ ადამიანებს მოუწოდო, როგორც აცრის გაკეთებაა, ასევე აცრის არგაკეთება. ჩვენ კვლევები არ დაგვისრულებია, დასრულდება და მერე ვაკეთოთ განცხადებები“.
როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები რამდენიმე „ექიმის“ მიერ და შენს კომპეტენციაზე საუბრობენ.
საქართველოა, ჩვენთან მიუღებელია დალოდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს გაურკვევლობა და ხალხს ექნება ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ.
და კიდევ, თუ ელოდები, ანტივაქსერი ხარ მათი აზრით“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ფილტვების ანთების მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება საშიშია ჯანმრთელობისთვის და იწვევს მდგომარეობის პროგრესირებას,“ - კახა ვაჭარაძე
პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული პოსტის შესახებ საუბრობს, რომლის ავტორი ადამიანებს ფილტვების ანთების დასამარცხებელ რჩევებს აძლევს და სპეციალურ რეცეპტსაც სთავაზობს. პოსტს სოციალურ ქსელში 28 000 გაზიარება აქვს. პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ კვერცხის ცილის, მაწვნისა და ფქვილისგან მომზადებული ცომის მთელი ღამით გულზე დადებით ფილტვების ანთების დამარცხება შესაძლებელია.
კახა ვაჭარაძე ფილტვების ანთების მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს კატეგორიულად არ იზიარებს და მას სახიფათოდ მიიჩნევს:
„არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება აღნიშნული მოწოდება და მკურნალობის მეთოდი. ზემოაღნიშნულ მეთოდზე საუბარი მიმაჩნია, რომ არასერიოზულია. პნევმონიების მკურნალობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მას უნდა აწარმოებდნენ მხოლოდ პროფესიონალები.“
„პნევმონიების მკურნალობა არის სპეციფიკური. ეს არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით სხვადასხვა ჯგუფიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი დიაგნოსტირება ხდება რადიოლოგიური მეთოდით, კლინიკური მეთოდებით, კომპიუტერული ტომოგრაფიით და რასაკვირველია, ექიმების უდიდესი გამოცდილებით. ვფიქრობ, რომ ამ მეთოდის გამოყენება საშიშიც კი არის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან იწვევს მდგომარეობის პროგრესირებას, მკურნალობის დაგვიანებას, შესაბამისად, შესაძლოა, პროცესი დასრულდეს ლეტალურად,“ - აღნიშნულ საკითხებზე კახა ვაჭარაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს.