ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„ახლა ვუსმენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის და სამედიცინო ექსპერტის შეფასებებს.
„ვაქცინაცია დროებით შეჩერდა იმიტომ, რომ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. ამ ეტაპზე სახიფათოა, რომ ადამიანებს მოუწოდო, როგორც აცრის გაკეთებაა, ასევე აცრის არგაკეთება. ჩვენ კვლევები არ დაგვისრულებია, დასრულდება და მერე ვაკეთოთ განცხადებები“.
როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები რამდენიმე „ექიმის“ მიერ და შენს კომპეტენციაზე საუბრობენ.
საქართველოა, ჩვენთან მიუღებელია დალოდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს გაურკვევლობა და ხალხს ექნება ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ.
და კიდევ, თუ ელოდები, ანტივაქსერი ხარ მათი აზრით“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს არ არის მკვლელი ვირუსი, არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი“ - ექიმი
ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატო ჯახია სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ შეზღუდვებს, რაც დღეს ქვეყანაშია დაწესებული, არანაირი კავშირი არ აქვს ვირუსთან ბრძოლასთან. როგორც ექიმი აღნიშნავს, ეს ვირუსი არ არის მკლველი და არც არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი. გთავაზობთ ტატო ჯახიას პოსტს უცვლელად:
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ექიმი, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს, იმას რომ:
1. ოჯახის წევრების ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ 3-ზე მეტ ადამიანს 2. ცოლ-ქმარს არ შეუძლია წინ დასხდნენ ერთად 3. ჩაკეტილ ქალაქებთან 4. თერმოსკრინინგთან 5. კომენდანტის საათთან 6. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან 7. ჩაკეტილ ქალაქებთან, სამხედროების დგომასთან 8. კარზე ან ბორბალზე 5 მლ. რაღაც ხსნარის მისხმასთან 9. ონლაინ ვაჭრობის აკრძალვასთან.
სამაგიეროდ, ეს ზომები ქმნის არაადამიანურ პირობებს ცხოვრებისთვის, აღატაკებს ხალხს და გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს. ჩვენს ისედაც სავალალო მდგომარეობას კატასტროფულ ზიანს აყენებს. ეს კატასტროფული ზიანი წაიღებს ბევრ სიცოცხლეს, ბევრის სიცოცხლის ხარისხს კატასტროფულად გააუარესებს.
კორონავირუსის შესახებ:
1. ეს არ არის მკვლელი ვირუსი 2. არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ ამ ვირუსის ლეტალობა მაქსიმუმ 0,5%-ია და არა ის მონაცემები, რასაც WHO „გვაბოლებდა“ და თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც მასშტაბურად იწყება შეზღუდვების ლიბერალიზაცია მთელს მსოფლიოში.
გამოსავალი:
უნდა გაუქმდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა
ადამიანებმა უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის პირობებში, რომ შანსი დავიტოვოთ გადავურჩევთ ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს
მთავრობის ნამდვილი დახმარება იქნება, თუ შეამცირებენ გადასახადებს, გააუქმებენ აქციზებს, ხალხს დაუბრუნებენ საპენსიო დანაზოგს, გააუქმებენ ბევრ უაზრო სსიპ და აიპს, შეამცირებენ ბიუჯეტს. და არა ის შოუები, რასაც ახლა გვიდგამენ, რომელშიც სხვათა შორის, ჩვენს ფულს ხარჯავენ (ბიუჯეტი)
ძალიან გთხოვთ, ყველა დაფიქრდით ამაზე, სანამ შეუქცევად უბედურებას მივიღებთ!“ - წერს ტატო ჯახია.