ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„ახლა ვუსმენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის და სამედიცინო ექსპერტის შეფასებებს.
„ვაქცინაცია დროებით შეჩერდა იმიტომ, რომ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. ამ ეტაპზე სახიფათოა, რომ ადამიანებს მოუწოდო, როგორც აცრის გაკეთებაა, ასევე აცრის არგაკეთება. ჩვენ კვლევები არ დაგვისრულებია, დასრულდება და მერე ვაკეთოთ განცხადებები“.
როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები რამდენიმე „ექიმის“ მიერ და შენს კომპეტენციაზე საუბრობენ.
საქართველოა, ჩვენთან მიუღებელია დალოდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს გაურკვევლობა და ხალხს ექნება ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ.
და კიდევ, თუ ელოდები, ანტივაქსერი ხარ მათი აზრით“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მარტის თვეში იმიტომ ვიძახდით კორონავირუსზე, საშიშია და მომაკვდინებელიაო, რომ არ ვიცნობდით ამ ვირუსს, მაგრამ ახლა შევისწავლეთ და მივხვდით, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია სიმპტომური თერაპიით
,,მესმის შიშიც, მაგრამ ყველას მინდა ვთხოვო, რომ ეს არაცოცხალი ნაწილაკი ტერორისტულ იარაღად არ გამოვიყენოთ'' - აღნიშნულის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მარტის თვეში იმიტომ ამბობდნენ კორონავირუსზე, საშიშია და მომაკვდინებელიაო, რომ არ იცნობდნენ ამ ვირუსს, მაგრამ ახლა შეისწავლეს და მივხვდნენ, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია სიმპტომური თერაპიით;