Baby Bag

„ამ წამალს პოტენციურად შეუძლია კოვიდპანდემიის დასრულება“ - გიორგი ღოღობერიძე

„ამ წამალს პოტენციურად შეუძლია კოვიდპანდემიის დასრულება“ - გიორგი ღოღობერიძე

​ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე კოვიდის სამკურნალო მედიკამენტის, მოლნუპირავირის შესახებ საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს. როგორც იგი აღნიშნავს, ამ წამალს პოტენციურად შეუძლია კოვიდპანდემიის დასრულება. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დ​ედების ჯგუფი“)

„გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!“
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს: ​„კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლი...
უმნიშვნელოვანესი სიახლე - მედიკამენტ მოლნუპირავირის ეფექტურობა დელტა ვირუსის წინააღმდეგ კვ...
​ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მედიკამენტ მოლნუპირავირის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მედიკამენტ მოლნუპირავირის ეფექტურობა დელტა ვირუსის წინააღმდეგ კვლევებით დადასტურდა.„სავარაუდოდ, ის იქნებ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ მდედრობითი სქესის ხარ, 25 წლის ზევით უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ონკოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად, ადამიანებს ურჩია ასაკის შესაბამისად გარკვეული კვლევები ჩაიტარონ:

„მინდა, კარგად დაიმახსოვრო, როდესაც ასაკით გახდები 25 წელს ზევით, თუ მდედრობითი სქესის ხარ, უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით. რაც უფრო მალე შეისწავლი პრობლემას, მანამ, სანამ კლინიკური ნიშნები გამოვლინდება, მით მეტი გაქვს გამარჯვების შანსი. 25 წლიდან შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც. თუ ქალი უახლოვდება 40 წელს, 40 წლიდან უკვე სარძევე ჯირკვლის შესწავლა უნდა დაიწყოს. საქართველოში უამრავი უფასო პროგრამაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, რომ დროულად იპოვონ პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებ. თუ შენი ასაკი 50 წელს ზევითაა, საჭიროა, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა.

თუ მამრობით სქესის ხარ, ან მამა გყავს, რომელიც 50 წელს გადაცდა, საჭიროა, წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა. ასაკები ყურადღებით დაიმახსოვრე. როგორც კი ამ ასაკებს მიაღწევ, წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ შენი პასუხისმგებლობაა ოჯახის წევრების მიმართ, რომ ეს გამოკვლევა, რომელიც უფასოა და სახელმწიფო მას გიფინანსებს, გაიკეთო და საკუთარ თავს პატივი სცე.

არავინ არ ფიქრობს, რომ მას ექნება ონკოლოგიური დაავადება. ყველა ფიქრობს, რომ ის ჯანმრთელია. ონკოლოგია მაშინ ვლინდება, როდესაც თითქმის ბოლოშია მდგომარეობა გასული,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად