არსებობს ყველის უამრავი სახეობა, რომლებიც განსხვავდებიან შემადგენლობით, გემოვნური თვისებებით და კალორიულობით. ყველის შედარებით დაბალკალორიული სახეობაა - ფეტა.
საქართველო გამოირჩევა ყველის განსაკუთრებული სიყვარულით. აქ პრაქტიკულად დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოსახლეობა ყველა სახეობის კერძთან მიირთმევს ყველს, რაც არ არის სასურველი. ასევე ყველის არაჯანსაღი და გადაჭარბებული ოდენობით მოხმარება ხდება, როცა ის გამოიყენება პიცაში, ხაჭაპურში, ბურგერებში - ასეთ დროს იყენებენ მაღალკალორიულ ყველს, რომელსაც აქვს ცხიმის მაღალი შემცველობა და მასთან ერთად მარილის ჭარბი რაოდენობა, რაც წონაში მატების უდავო წინაპირობაა.
ზოგადად ყველის მირთმევა შეგვიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში - საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე, მაგრამ მისი დღიური ჯამური ოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული. მათთვის, ვისაც წონის კორექცია სურს და მიირთმევენ ამა თუ იმ პროდუქტს განსაზღვრული ოდენობით, ყველის შემთხვევაში დღიური ჯამი 120-150 გრამის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ყველის სახეობა კი უნდა იყოს ნაკლებკალორიული და ნაკლებმარილიანი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)