Baby Bag

ხველის გაჩერება 3 წამში - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ხველის გაჩერება 3 წამში - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

როგორ შევაჩეროთ ხველა 3 წამში - ექიმ რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის რჩევები. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი - Ghoghoberidze, M.D.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა
გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა! - თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. მისი თქმით, გაციება ამ ბოლო დროს პრობლემად იქცა, რადგან ზოგიერთს ჰგონია, რომ კორონა ვირუსი აქვს. ვ...
„სასუნთქი სისტემის დაავადებებს ცოტათი სიტკბო უყვარს. დაშაქრული ან მურაბიანი ცხელი წყალი ხვ...
​​პედიატრმა ყარამან ფაღავამ წამლების გამოყენების დროს მტკიცებულებებზე დაყრდნობის საჭიროებაზე ისაუბრა. მან ხველის დროს ეფექტიანი სამკურნალო საშუალებებიც დაასახელა:„ნებისმიერი წამლის ეფექტიანობაზე...
„როდესაც ადამიანს ემართება კოვიდი და ის არის შეუქცევადი, ქვეითდება სასუნთქი სისტემის ზედაპ...
​პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში ფილტვის დაზიანების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდს არამხოლოდ ფილტვის, არამედ ნებისმიერი ორგანოს...

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

წაიკითხეთ სრულად