Baby Bag

,,კოვიდის პირველი ნიშნების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ დაავადებას თქვენ აღარ ავრცელებთ და ჯანმრთელდებით''

,,კოვიდის პირველი ნიშნების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ დაავადებას თქვენ აღარ ავრცელებთ და ჯანმრთელდებით''

,,კოვიდის პირველი ნიშნების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ დაავადებას თქვენ აღარ ავრცელებთ და ჯანმრთელდებით. თუ PCR ტესტს გაიკეთებთ და ისევ დადებითი იქნებით, ეს არ ნიშნავს, რომ თავიდან დაგემართათ ან ისევ ავრცელებთ,'' - აღნიშნულის შესახებ რეზიდენტმა გიორგი ღოღობერიძემ ,,იმედის კვირაში'' განაცხადა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“​)

„მინდა მოსახლეობა იყოს მშვიდად, ჩვენ პოსტკოვიდური სინდრომით გარდაცვალების არცერთი შემთხვევ...
​ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბავშვებსა და ზრდასრულებში პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მულტისისტემური ანთებით...
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვატაროთ ნიღაბი ვაქცინაციის შემდეგ
​ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან გარკვეული დროის მანძილზე, ვიდრე მოსახლეობას კოვიდის მიმართ მყარი იმუნიტეტი არ ჩამოუყალიბდება, ნიღბის ტარება კვლავ ერთ-ერთ მთავარ რე...

შეიძლება დაინტერესდეთ

ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ

ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა სწავლა კლასებში განახლდეს.

გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ.

,,უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება. იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამბობს გამყრელიძე.

20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში 900 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 266 ათასი ადამიანია.

რაც შეეხება მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესს, განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების თითქმის 40% აიცრა.

წყარო: ​,,ფორმულა ნიუსი''

წაიკითხეთ სრულად