- თბილი წყალი (და არა ცხელი)
- ღრუბელი
- საბავშვო საპონი (მყარი ან თხევადი)
- მხოლოდ ბავშვისთვის განკუთვნილი სუფთა პირსახოცი
- უპირველეს ყოვლისა, სანამ შეუდგებით ბავშის დაბანას, კარგად დაიბანეთ თქვენი ხელები
- თქვენი ფრჩხილები მაქსიმალურად უნდა იყოს მოჭრილი, რათა არ მოხდეს ბავშვის კანის დაზიანება.
- გოგონას სასქესო ორგანოების მაქსიმალური დაცვა უცხო მიკროფლორისგან (გახდა-ჩაცმისას უშუალოდ დააწვინეთ მისთვის განკუთვნილ სუფთა თეთრეულზე ან პირსახოცზე)
- გარეგანი სასქესო ორგანოების დაბანა თბილი გამდინარე წყლით გარედან შიგნით (გარეთა სასქესო ორგანოებიდან ანუსისკენ და არა პირიქით)
- ჩვილ ბავშვთა დაბანა სავალდებულოა დილას და ძილის წინ, ასევე ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ
- აუცილებელია ნეიტრალური PH-ის მქონე დასაბანი საშუალებების შერჩევა
- უშუალოდ ბავშვისთვის განკუთვნილი რბილი პირსახოცი
- სველი ხელსახოცის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ხელსახოცი არ უნდა შეიცავდეს სპირტსა და ანტისეპტიკურ საშუალებას.
- აუცილებელია პამპერსის გამოცვლა 2-3 საათში.
- სასქესო ბაგეების არასრული დახურვა უკანა ნაწილში
- ესტროგენის დაბალი დონე ორგანიზმში
- საშოს ნეიტრალური ან ტუტე გარემო
- ადგილობრივად იმუნიტეტის დაქვეითება
- ყოველდღიური ჩაბანა წარმოადგენს აუცილებლობას
- აუცილებელია საცვლის ყოველდღიური გამოცვლა (ფიზიოლოგიური გამონადენი შარდის წვეთებთან ერთად რჩება საცვალზე, რაც იწვევს ნაზი კანის გაღიზიანებასა და ინფექციური პროცესის განვითარებას)
- აუცილებლად ასწავლეთ გოგონას ტუალეტის ქაღალდის გამოყენება ყოველი მოშარდვის შემდეგ
- საპნის გამოყენება დასაშვებია კვირაში 2-ჯერ
- გოგონას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პირსახოცი
- პირსახოცი და საცვლები უნდა გაირეცხოს ცალკე, ოჯახის სხვა წევრების ტანსაცმლისგან დამოუკიდებლად
დაუცველი ჰიგიენის, მოჭერილი საცვლების, უხეში ტუალეტის ქაღალდის გამოყენების გარდა, ანთებით პროცესებს ასევე იწვევს მახვილა ჭიები, რომლებიც ბუდობენ მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილში. ზოგჯერ შესაძლებელია ეს ჭიები შეძვრნენ საშოში.
ნებისმიერი ასაკის გოგონებში უნდა მივაქციოთ დროული ყურადღება შარდის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის დროულ დაცლას, ვინაიდან მუდმივად გადავასებული შარდის ბუშტი და და ქრონიკული ყაბზობა (შეკრულობა) ზრდის ვულვიტის და ვულვო ვაგინიტის განვითარების რისკს.