Baby Bag

„პაციენტს ეჭვი უნდა გაუჩნდეს, როდესაც მას უნიშნავენ დიდი რაოდენობით მედიკამენტებს,“ - იმუნულოგი დავით თელია

„პაციენტს ეჭვი უნდა გაუჩნდეს, როდესაც მას უნიშნავენ დიდი რაოდენობით მედიკამენტებს,“ - იმუნულოგი დავით თელია

​​იმუნულოგ-ალერგოლოგი დავით თელია მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით მოხმარების პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, ექიმები ხშირად პაციენტებს იმაზე მეტ პრეპარატს უნიშნავენ, ვიდრე ეს რეალურად არის საჭირო:

„დიდი რაოდენობით მედიკამენტის დანიშვნას სხვაგვარად ჰქვია პოლიფარმაცია. პოლიფარმაცია უკვე იწყება 4-5 მედიკამენტის დანიშვნით. მე მყავდა შემთხვევა, როდესაც ადამიანს დაუნიშნეს 14 მედიკამენტი ერთდროულად. ეს არის ძალიან საშიში ფენომენი. ორი მედიკამენტის ერთმანეთთან ურთიერთობა შეიძლება სადმე წაიკითხო, რომელიმე ლიტერატურაში, მაგრამ 4,5,6 და 12 მედიკამენტის ერთმანეთთან ურთიერთობის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვერ გაარკვევ, რა მოვლენები მოჰყვება ამას შემდეგ. პაციენტს ეჭვი უნდა გაუჩნდეს, როდესაც მას უნიშნავენ დიდი რაოდენობით მედიკამენტებს. პაციენტს აქვს უფლება თვითონვე მოიპოვოს ინფორმაცია თავისი დაავადების შესახებ. ასეთი ინფორმაციის მოპოვება დღეს საბედნიეროდ ყველას შეუძლია. არის სპეციალური ვებ-გვერდები, რომლებზეც პაციენტებს შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია. ​პაციენტს აქვს უფლება ექიმს დაუსვას კითხვები და ექიმი ვალდებულია ამ კითხვებს უპასუხოს სათანადოდ.“

დავით თელიას თქმით, პაციენტი უნდა დაეჭვდეს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მას ექიმი დიდი რაოდენობით მედიკამენტს გამოუწერს:

„პაციენტისთვის პირველი სიგნალი უნდა იყოს გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა. კოვიდთან დაკავშირებით თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ პრეპარატს, რომელსაც დადასტურებული აქვს რაიმე ეფექტი. იმუნურ სისტემაზე არავითარი გავლენა ვიტამინებს არ აქვს. ასეთი ვიტამინები არ არსებობს ბუნებაში. ​იმუნომოდულატორული ეფექტი აქვს მხოლოდ აცრას. დანარჩენ პრეპარატებს არავითარი მტკიცებულება არ აქვს. დებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინი ასტიმულირებს იმუნიტეტს, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი.“

დავით თელია აღნიშნავს, რომ პოლიფარმაცია მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა, რის გამოც ყველა ქვეყანა ცდილობს სამედიცინო მომსახურება მეტად რაციონალური გახადოს:

„ნელ-ნელა მსოფლიო მედიცინა მიდის იქითკენ, რომ სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს რაციონალური. სამეციდინო მომსახურების ტოტალური კომერციალიზაციის ფონზე მომსახურების ხარისხმა მოიკლო. მთავარი ხარვეზი არის არარაციონალურობაში. უმრავლეს შემთხვევაში ოპტიმალურად ითვლება ორი, სამი ან ოთხი მედიკამენტის ერთდროულად მიღება. ამის ზევით უკვე ითვლება პოლიფარმაციად. არის უფრო დიდი ალბათობები, რომ ამას მოჰყვეს გვერდითი ეფექტები. ამის გამო ბევრი ადამიანი ხვდება კლინიკაში. ბევრი მათგანი არის უმძიმეს მდგომარეობაში. გრძელვადიანი ეფექტები არის შემაშფოთებელი.“

​კოვიდის მოლოდინში ადამიანი არის სტრესულ მდგომარეობაში, ის ხავსს ეჭიდება, იღებს ბევრ მედიკამენტებს. რაც უფრო ბევრ მედიკამენტს იღებთ, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ იქნება ალერგია. ზოგიერთი პაციენტი ჭარბად მოიხმარს ციტრუსებს. ალერგია არის იმუნური სისტემის რეაქცია არაპათოგენურ მიკრობზე. იმუნური სისტემა გაილაშქრებს რძეზე, კვერცხზე. ასეთი გალაშქრება იმის ხარჯზე ხდება, რომ იმუნური სისტემა მოადუნებს პროტექტორულ ეფექტს. როდესაც იმუნური სისტემა ადუნებს ეფექტს მავნე ინფექციებზე, ამ შემთხვევებში მატულობს დაავადების დაწყების რისკი. არსებობს მოსაზრება, რომ კოვიდის შეყრის რისკს ზრდის ალერგიული დაავადებები. თუ ეს სიმართლეა, სწორედ ზემოთხსენებული ფაქტით აიხსნება,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით თელია გადაცემა „იმედის დღეში“ საუბრობს.

​წყარო

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი, ჰკითხეთ მას: „რატომ მინიშნავ ანტიბიოტიკს?“ უნდა იცოდეთ...
​დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას წინდახედულობისკენ მოუწოდებს და ადამიანებს ურჩევს, ანტიბიოტიკები სიფრთხილით გამოიყენონ:„XXI საუკუნეში კაცობრიობას...