Baby Bag

,,ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა''

,,ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა''
არის თუ არა პრობლემა, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე? - Momsedu.ge-ს აღნიშნულ კითხვას ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა. 
მისი თქმით, როდესაც ბავშვები უარს ამბობენ ოთახის ჩუსტების ჩაცმაზე, ეს პრობლემას არ წარმოადგენს:
,,არანაირი პრობლემა არ არის, სხვათა შორის, ორთოპედები რეკომენდაციასაც უწევენ ტერფის ჩამოყალიბებისთვის ფეხშიშველი სიარულს ოთახში. ძალადობა არ გვინდა, თუ ბავშვი არ იცვამს ფეხზე, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იაროს ფეხშიშველმა. ფეხშიშველი სიარული სჯობია უხარისხო ოთახის ჩუსტებით სიარულს, რომლებიც იწვევს ბავშვის ტერფის გაოფლიანებას, გადახურებას. ამას სჯობს, ამოვაცვათ ბავშვებს წინდა ფეხზე და ასე იაროს. ისიც შეიძლება, რომ, სადაც ბავშვია, იქ შევქმნათ პირობა, რომ იატაკი ცივი არ იყოს, რომ არ მოხდეს ფეხების გადაციება, თორემ სხვა მხრივ ტერფის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ფეხშიშველი სიარული ძალიან კარგია და მივესალმები,'' - აღნიშნავს პედიატრი. (ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე)



„2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს! არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თა...
ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის ყურადსაღებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მის პოსტს:„ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ აუცილებლად, ა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ტელეფონის ზარებმა, რომლებიც განუწყვეტლივ შემოდის...ძვირფასო მშობლებო...“

„ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ტელეფონის ზარებმა, რომლებიც განუწყვეტლივ შემოდის...ძვირფასო მშობლებო...“

„ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ტელეფონის ზარებმა, რომლებიც განუწყვეტლივ შემოდის... ძვირფასო მშობლებო, შევეცდები ავხსნა პოპულარულად... ვირუსულ ინფექციას ხშირად ახასიათებს ჰიპერთერმია, რომელიც თქვენ ძალიან გაშინებთ....დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში ტემპერატურა რთულად ექვემდებარება დაწევას, იმიტომ რომ ვირუსი მრავლდება, ორგანიზმი კი სიცხის მეშვეობით ებრძვის მას... არ არის საჭირო ტემპერატურასთან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება, ამით თქვენ აქვეითებთ ორგანიზმის უნარს იბრძოლოს ვირუსის წიააღმდეგ... ტემპერატურას არ შეებრძოლოთ მინიმუმ 38,5 გრადუსამდე, გააგრილეთ ბავშვი, არ მისცეთ სიცხის დამწევი 8 საათიან ზოგჯერ 6 საათიან ინტერვალზე ადრე... გამოიყენეთ ის ბუნებრივი საშუალებები, რასაც თქვენი ექიმი გირჩევთ, არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ისინი არ მოქმედებენ ვირუსზე, დაელოდეთ ექიმის გადაწყვეტილებას...სიცხე ვირუსული ინფექციის დროს არის ორგანიზმის სიგნალიც (განგაში) და ამავდროულად თავდაცვაც... ნუ შეგეშინდებათ, ვირუსის ელიმინაციას (გამოსვლას) ორგნიზმიდან სჭირდება 5-7დღე, თუ დამოუკიდებლად დაიწყებთ მკურნალობას შეიძლება, პირიქით, გაართულოთ... ვირუსს არ სჭირდება მკურნალობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკონტროლოდ დატოვოთ....დატვირთეთ ბავშვი ვიტამინებით მდიდარი საკვებით, თუმცა, არ დააძალოთ... მიეცით სითხეები... დაბანეთ კიდეც და ჰაერზეც გაიყვანეთ, ხშირად გაანიავეთ ბინა...იყავით კონტაქტში ექიმთან...ნუ შეშინდებით...“


ავტორი: პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

წაიკითხეთ სრულად