რა განსხვავებაა კოვიდინფიცირებულს, ასიმპტომურ ან პრე-სიმპტომატური ადამიანების შორის, რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით კორონავირუსით ინფიცირების დროს, რა დროა საჭირო გამოჯანმრთელებისთვის - აღნიშნულ თემებზე ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს შეიძლება, არანაირი სიმპტომი არ აწუხებდეს, მიუხედავად ამისა, მათ ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი:
შესაძლებელია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონდეს COVID-19, მაგრამ მას საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს, სავარაუდოდ, ეს უფრო ხშირად ხდება ჯანმრთელ და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ასევე ბავშვების უმეტესობაში.
უსიმპტომოდ ყოფნა ნიშნავს, რომ არანაირი სიმპტომი არ გაქვს.
არსებობს ცნობები უსიმპტომო ადამიანებში მხოლოდ ყნოსვის დაკარგვის შესახებ. ტექნიკურად კი ეს სიმპტომია.
თუ თქვენ ცხოვრობთ სახლში COVID-19 ინფექციის მქონე ადამიანებთან და სიმპტომები არ გაქვთ, შეიძლება ასიმპტომური შემთხვევა იყოთ. (ამის გაგებას ანტისხეულების ტესტის გაკეთებით შეძლებთ).
კოვიდ-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანთა 40%-ს საერთოდ არ უვითარდებათ სიმპტომი და ის შეიძლება გეგმიურ შემოწმებაზე აღმოაჩინონ (მაგ: მედ პერსონალი სამაშველო სამსახურის პერსონალი. პოლიცია მასობრივი ტესტირებისას. )
ასიმპტომური დადებითობა ნიშნავს იმას, რომ პაციენტს არანაირი სიმპტომი არ აწუხებს არც ტემპერატურა, არც ხველება, არც სიცხე. ისინი არ გრძნობენ სუნთქვის უკმარისობას და ისეთ საეჭვო სიმპტომებს, რაც ფიქრებინებს კოვიდ 19-ზე. მიუხედავად ამისა, მათ ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი.
მეცნიერებმა, რომლებმაც გამოიკვლიეს უსიმპტომოდ მიმდინარე ინფიცირებული ავადმყოფები, აღმოაჩინეს რომ მათ ფილტვებში კტ (კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე) კვლევაზე აღენიშნებოდათ ე.წ. ,,დაბურული მინის ‘’ ტიპის ინფილტრაციული უბნები, რომელიც ხშირად გვხვდება მძიმე COVID-19-ით დაავადებული პაციენტებში. (კტ კვლევაში მითითებული ,,დაბურული მინის ფენომენი'' ანთების მანიშნებელი ადგილებია. ) ასიმპტომური ინფექციით დაავადებულ ადამიანებზე ჩატარებული ოთხი სხვადასხვა გამოკვლევის შედეგად, ადამიანიდან დაახლოებით ნახევარს CT კვლევით დაბურული მინის ფენომენი აღენიშნა.
ყველას გვახსოვთ, ალბათ, Diamond Princess საკრუიზო გემი მგზავრებით, რომელიც იაპონიის სანაპიროდან 2 კვირის განმავლობაში მოექცნენ საკარანტინო სივრცეში. საბოლოო ჯამში, 712 მგზავრი დადებითი ტესტი აღმოჩნდა. თითქმის ნახევარს, 331-ს, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. მათ შორის ასიმპტომურ 76 ადამიანს ფილტვებს კტ კვლევისას გამოუვლინდათ დაბურული მინის ტიპის ინფლიტრაცია, თუმცა მათ იმდენი ზიანი არ მიადგათ, როგორც სიმპტომების მქონე ადამიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ დასჭირდათ მედიკამენტოზური ჩარევა.
ეს გამოვლინდა როგორც ახალგაზრდა ასევე ბავშვთას ასაკის პაციენტებში. ასაკი, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს დაავადების უსიმპტომოობის ხარისხზე, ასიმპტომური შემთხვევები ყველაზე მაღალია 6-დან 13-წლამდე ასაკის ბავშვებში. ასიმპტომური შემთხვევები უფრო იშვიათია, მაგრამ მაინც გვხვდება 25% 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და 14-დან 20-წლამდე თინეიჯერებში.
ასიმპტომურად ინფიცირებულ პირებს ვირუსის გადაცემის გაცილებით ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე სიმპტომების მქონეს.
მსუბუქი COVID-19
მსუბუქი კოვიდ დადებითობის დროს ვირუსი გავლენას ახდენს ძირითადად თქვენს ზედა სასუნთქ გზებზე და ვერ აღწევს ფილტვებამდე.
ძირითადი სიმპტომებია:
ტემპერატურა, ხველებით ან მის გარეშე.
მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება გამოიხატოს მშრალი ხველით და დაბალი ტემპერატურით, მაგრამ ცხელებამ შეიძლება არ მიაღწიოს 37,8 ° C- ს. შეიძლება, ხველება საერთოდ არ აღინიშნებოდეს. პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ ფიზიკური ვარჯიშის დროს ცოტა სუნთქვა შეზღუდვის შეგრძნება, მაგრამ მათ არ აქვთ სუნთქვის გაძნელება საყოფაცხოვრებო საქმიანობის დროს.
COVID-19 სიმპტომური სიმპტომების უმეტესობა (81%) მსუბუქად რჩება და მსუბუქი სიმძიმისაა. ამასთან, მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება, გაუუარესდეს მდგომარეობა, ზოგჯერ სწრაფად, ეს უმეტესად მოსალოდნელია რისკ ჯგუფებში.
როდის უნდა მიმართონ დახმარებას?
მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციით დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სიმპტომების მკურნალობა სახლში შეუძლიათ. არსებობს რამდენიმე გარემოება, როდესაც რისკ ჯგუფებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ესენია:
65+ წელი და მეტი ასაკი
გაქვთ გულის,
ფილტვების ან თირკმელების მნიშვნელოვანი დაავადება ან იმუნური სისტემის უკმარისობა.
იღებთ პერორალურ სტეროიდებს
ჩატარებული გაქვთ ორგანოს გადანერგვა
რა განსხვავებაა COVID-19– სთან შედარებით ასიმპტომური ან პრე-სიმპტომატური ადამიანების შორის?
განსხვავება იმაშია, რომ ასიმპტომური გულისხმობს ინფიცირებულ ადამიანებს, მაგრამ ინფექციის პერიოდში არ უვითარდებათ სიმპტომები, ხოლო პრე-სიმპტომატურია ადამიანი რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ სიმპტომები გამოვლენილი, მაგრამ სიმპტომების განვითარება ნელ ნელა ეწყებათ
ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს:
ყელის უმნიშვნელო ტკივილი
უმნიშვნელოდ გამოხატული სურდო
თავის ტკივილი
სიცხე, რომელიც არ აღწევს 37.8 ° C
ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა
დაღლილობა,
კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი
არ გაქვთ დაქვეითებული მადა
(პრე- სიმპტომატურ მდგომარეობაში უმეტესობას არ აღენიშნება ყელის ტკივილი სურდო
მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს.)
პრე-სიმპტომური ფაზისათვის დამახასიათებელია უცაბედი დეპრესიისკენ მიდრეკილება - უმიზეზო ტირილი,
როგორც წესი, სიმპტომები დაახლოებით 7-10 დღეს გრძელდება.
მსუბუქი COVID-19 ვირუსი გავლენას ახდენს ძირითადად თქვენს ზედა სასუნთქ გზებზე,
ძირითადი სიმპტომებია:
ტემპერატურა, ხველებით ან მის გარეშე
მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება შეიცავდეს მშრალ ხველას და დაბალ ტემპერატურებს, ცხელებამ შეიძლება არ მიაღწიოს 37,8 ° C- ს და ზოგჯერ შეიძლება იყოს ხველა მცირე ან საერთოდ არ იყოს.
პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ ფიზიკური ვარჯიშის დროს ოდნავ სუნთქვითი გაძნელების შეგრძნება.
მსუბუქი COVID-19:
ამასთან, მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციით დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სიმპტომების მკურნალობა სახლში შეუძლიათ.
მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გადაცემა უმეტესად ხდება ''სიმპტომური'' ადამიანებისგან ახლო კონტაქტის შედეგად.
შესაბამისად, ჯანმოს რეკომენდაციების უმეტესობა დაცვითი ზომების შესახებ (მაგალითად, ნიღბების გამოყენება და ფიზიკური დისტანცია) ემყარება სიმპტომურ პაციენტებს, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჩათვლით.
რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით ამ დაავადების დროს?
თქვენით ინჰალაცია არ გაიკეთოთ სახლში, სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში. პოტენციურად, ნებისმიერი ასეთი პროცედურა, რომელსაც სხვა შემთხვევაში გაიკეთებდით, არის აეროზულ წარმომქმნელი, ანუ თუ ვირუსი გაქვთ ცხვირ-ხახაში და ინჰალაციას იკეთებთ, ამით ზრდით შანსს, რომ ვირუსი უფრო შორ მანძილზე გადავიდეს და გავრცელდეს თქვენს გარშემო.
თქვენ შეიძლება, ინჰალაციამ არ დაგაზიანოთ და გიშველოთ, მაგრამ საფრთხის ქვეშ აგდებთ სხვებს, თქვენ გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებს და ა.შ.
P.S მსუბუქი მიმდინარეობის დროს, თუ ადამიანს ინფექცია არ გაურთულდა დაახლოებით ორ კვირაში გამოჯანმრთელდება კლინიკურად!
P.S თუ დაავადება არის საშუალო სიმძიმის და მძიმე შეიძლება გამოჯანმრთელების პერიოდი სამი კვირიდან ექვს კვირამდეც გაგრძელდეს. ( სიმპტომები: სიცხე. თავისა და ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი და სხვა. )
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ მოვიქცეთ ვირუსული ინფექციების, მათ შორის კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის დროს? - ოჯახის ექიმის რჩევები
როგორ მოვიქცეთ ვირუსული ინფექციების, მათ შორის კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის დროს? - ამ აქტუალურ საკითხზე ოჯახის ექიმის რჩევებს გთავაზობთ.
- რა არის საერთო და რა განსხვავებაა კორონავირუსს, გრიპსა და „გაციებას“ შორის?
- კორონავირუსიც, გრიპიც და „გაციებაც“ ვირუსული ინფექციებია. არსებობს კორონავირუსების ათობით სეროტიპი, „გაციებას“ შედარებით სუსტი 100-ზე მეტი სახეობის რინოვირუსი იწვევს, გრიპის ვირუსები კი ათასობით სახეობას მოიცავს. ყველა მათგანი გადამდებია, აირწვეთოვანი გზით გადადის, რაც ნიშნავს, რომ იმ სივრცეში, სადაც „ვირუსიანი“ ან „გაციებული“ ადამიანი იმყოფება, ჰაერი გაჯერებულია დაავადების გამომწვევი ვირუსებით. ჯანმრთელი ადამიანები კი ამ ჰაერს შეისუნთქავენ. ვირუსები დიდი რაოდენობით არის დაავადებული ადამიანის სახის კანზე და ხელებზეც - სადაც ეს ვირუსები სუნთქვის, ცემინების, ცხვირის მოწმენდის დროს ხვდება, ასევე ტანსაცმელზე და სხვა ნივთებზეც, რომელსაც ის ეხება. კორონავირუსული ინფექცია თავიდან მსუბუქი ყელის ტკივილით იწყება და ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს, „გაციება“ თითქმის ყოველთვის ცემინებით იწყება და შედარებით უფრო იოლად მიმდინარეობს, ვიდრე გრიპი, თუმცა „გაციებულ“ ადამიანს შეიძლება იმდენად დაუქვეითდეს იმუნიტეტი, რომ ადვილად დაინფიცირდეს დამატებით სხვა ვირუსით და გართულდეს - ამიტომ „გაციება“ სულაც არ არის სახუმარო მდგომარეობა და აუცილებლად საჭიროებს სათანადო ყურადღებას.
ასე, რომ (!) ნუ დაუჯერებთ სხვას და ნურც მოიტყუებთ თავს ფრაზით: „არ მაქვს ვირუსი, უბრალოდ გაციებული ვარ და არ ვარ საშიში“.
- როგორ დავიცვათ ჩვენი თავი და ოჯახი ვირუსებისგან და როგორ მოვიქცეთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების (მათ შორის კორონა ვირუსის) ეპიდემიის დროს?
• ყოველ დილით და საღამოს ჩაიტარეთ ცხვირის ტუალეტი გრილი ან ნელთბილი წყლით;
• რაც შეიძლება დააბალანსეთ კვების რაციონი და აკონტროლეთ სვამთ თუ არა საკმარისი რაოდენობით წყალს;
• ხშირად გაანიავეთ ის სივრცე, სადაც იმყოფებით და დღეში ორჯერ დაამუშავეთ ზედაპირები სველი წესით;
• დახურულ და ჩახუთულ საერთო სივრცეებში გამოიყენეთ პირბადე;
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით;
• ვირუსების სეზონზე (ანუ ახლა) ნუ ჩამოართმევთ ხელს, ნუ გადაკოცნით, ნუ ჩაეხუტებით, ნუ შეეხებით შიშველი ხელით ზედაპირებს საერთო სივრცეებში, ნუ დალევთ წყალს სხვისი ჭიქიდან (გამოიყენეთ ერთჯერადი, ან მოითმინეთ, სანამ სახლში მიხვალთ), დაიცავით მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია სხვა ადამიანებთან;
• დაიმუშავეთ ცხვირ-ტუჩის მიდამო ლარიფანი უნგოს თხელი ფენით დღეში ოთხჯერადი სქემით: 1 - დილით - დილის ტუალეტის მოლევის შედეგ, 2 - უშუალოდ სახლიდან გასვლის (ბაღში, სკოლაში, სამსახურში, სტუმრად...) წასვლის წინ, 3 - სახლში დაბრუნებისას - ხელების საპნით დაბანის შემდეგ, 4 - უშუალოდ ძილის წინ - საღამოს ტუალეტის მოლევის შემდეგ.
• ზემოთხსენებული პუნქტები გაატარეთ თქვენი ოჯახის ყველა წევრთან მიმართებაში ასაკის განურჩევლად, ახალშობილებიდან მოხუცებამდე, ორსულების ჩათვლით.
• თუ, როგორც იტყვიან, „ამდენი რამის გაკეთებისა და გაკონტროლების ნერვები არ გაქვთ“, მაშინ უფრო მაღალია „გაციებისა“ და ვირუსით ინფიცირების რისკი, მაგრამ ნუ შეუშინდებით „გაციებას“, გრიპს და კორონავირუსს, თქვენ მათ აუცილებლად დაამარცხებთ! შეეცადეთ, „გაციებული“ და ვირუსიანი სახლში მაინც დარჩეთ, რომ სხვები არ დააინფიციროთ და თქვენ გადაარჩენთ პლანეტას.
- სად ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციას - სახლში თუ საავადმყოფოში? და რა მეთოდებით სჯობს ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში?
- თუ თქვენ, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი (ბავშვების ჩათვლით) ხართ ძილად მივარდნილი და არ შეგიძლიათ მოძრაობა, ჭამა და ლაპარაკი; თუ ტემპერატურა არ ემორჩილება სიცხის დამწევს; თუ მაღალი სიცხე გრძელდება 2 დღეს და მეტ ხანს; თუ მიღებულ სითხეს ვერ გამოყოფთ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც; თუ გაქვთ ღებინების და გულისრევის მომენტი დღეში სამჯერ და მეტჯერ; თუ გქონდათ კრუნჩხვის მომენტი; თუ გიჭირთ სუნთქვა; თუ გაქვთ აუტანელი ტკივილი (მაგალითად, თავის); თუ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში; თუ გქონდათ გონების დაკარგვის მომენტი; თუ შემაწუხებელი ხველა (რომელიც შეიძლება არც გქონდეთ) გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს, თუ ნახველი არის მოვარდისფრო სისხლიანი; თუ გაქვთ მოლურჯო-მონაცრისფრო ფერი ცხვირ-ტუჩის ირგვლივ არეში (ბავშვებში გამოვლინდება ხოლმე ეს სიმპტომი და ყურადღებით უნდა იყოთ) - თუ ჩამოთვლილი სიმტომებიდან ერთი მაინც გაქვთ ან გქონდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს! გამოიძახეთ სასწრაფო და შემოთავაზების შემთხვევაში გაჰყევით საავადმყოფოში.
თუ არ გაქვთ ეს სიმპტომები და თავს უბაროლდ „მსუბუქად გაციებულად“ გრძნობთ, მაშინ დარჩით სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკს, მიიღეთ ბევრი სითხე (წყალი, ლიმონიანი წყალი, სახლში გაკეთებული კომპოტი, სახლში გაკეთებული ფრეში, ჟოლოს, მოცვის, ფეიხოს ან სხვა C ვიტამინით და სხვა ვიტამინებით მდიდარი მურაბიანი წყალი, და ა.შ.) და შეისხურეთ დღეში 6-ჯერ ლარიფანის სპრეი ცხვირის ნესტოებსა და პირის ღრუში - ორ-ორი შესხურება თითო ჯერზე (ანუ ჯამში 6 შესხურება ერთ ჯერზე). თუ ატყობთ, რომ ვირუსს ადვილად ვერ ერევით, ჩაასხით ნებულაიზერში ლარიფანის სპრეი და შეისუნთქეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ (ერთ ინჰალაციაზე : 0,5 მლ. წლამდე ბავშვებში, 0,5-1 მლ. 1-5 წლის ბავშვებში, 1-1,5 მლ. 5-12 წლის ბავშვებში, 1,5-2 მლ. 12 წლიდან ზემოთ) და დაამარცხეთ ვირუსი 24-48 საათში. ნუ ჩაიწვეთებთ გაჭედილი ცხვირის გამო სისხლძარღვთა შემავიწროვებელ საშუალებებს 2 დღეზე მეტ ხანს, რომ არ მიეჩვიოთ და შემდეგ არ დაგემართოთ ლორწოვანის ატროფია და არ გახდეთ საოპერაციო. არსებობს ნატურალურ ეთერზეთებზე დამზადებული ცხვირის წვეთები, მაგალითად, სინურინის წვეთები ლატვიიდან), რომელიც ცხვირით სუნთქვასაც აღადგენს, ლორწოვანსაც არ გააღიზიანებს და მიჩვევასაც არ იწვევს. ხველისთვის გამოიყენეთ მხოლოდ მცენარეული შემადგენლობის საშუალებები (როგორიცაა, მაგალითად, სინუნორმ B ხველის ბალზამი ლატვიიდან).
- ვინ არის რესპირაციული ვირუსული ინფექციების და „გაციების“ რისკის ჯგუფში და ვისთვის არის მიზანშეწონილი ლარიფანი უნგოს და სპრეის გამოყენება ვირუსის პროფილაქტიკისთვის?
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები;
• ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვები;
• ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
• ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ);