რა განსხვავებაა კოვიდინფიცირებულს, ასიმპტომურ ან პრე-სიმპტომატური ადამიანების შორის, რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით კორონავირუსით ინფიცირების დროს, რა დროა საჭირო გამოჯანმრთელებისთვის - აღნიშნულ თემებზე ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს შეიძლება, არანაირი სიმპტომი არ აწუხებდეს, მიუხედავად ამისა, მათ ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი:
შესაძლებელია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონდეს COVID-19, მაგრამ მას საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს, სავარაუდოდ, ეს უფრო ხშირად ხდება ჯანმრთელ და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ასევე ბავშვების უმეტესობაში.
უსიმპტომოდ ყოფნა ნიშნავს, რომ არანაირი სიმპტომი არ გაქვს.
არსებობს ცნობები უსიმპტომო ადამიანებში მხოლოდ ყნოსვის დაკარგვის შესახებ. ტექნიკურად კი ეს სიმპტომია.
თუ თქვენ ცხოვრობთ სახლში COVID-19 ინფექციის მქონე ადამიანებთან და სიმპტომები არ გაქვთ, შეიძლება ასიმპტომური შემთხვევა იყოთ. (ამის გაგებას ანტისხეულების ტესტის გაკეთებით შეძლებთ).
კოვიდ-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანთა 40%-ს საერთოდ არ უვითარდებათ სიმპტომი და ის შეიძლება გეგმიურ შემოწმებაზე აღმოაჩინონ (მაგ: მედ პერსონალი სამაშველო სამსახურის პერსონალი. პოლიცია მასობრივი ტესტირებისას. )
ასიმპტომური დადებითობა ნიშნავს იმას, რომ პაციენტს არანაირი სიმპტომი არ აწუხებს არც ტემპერატურა, არც ხველება, არც სიცხე. ისინი არ გრძნობენ სუნთქვის უკმარისობას და ისეთ საეჭვო სიმპტომებს, რაც ფიქრებინებს კოვიდ 19-ზე. მიუხედავად ამისა, მათ ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი.
მეცნიერებმა, რომლებმაც გამოიკვლიეს უსიმპტომოდ მიმდინარე ინფიცირებული ავადმყოფები, აღმოაჩინეს რომ მათ ფილტვებში კტ (კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე) კვლევაზე აღენიშნებოდათ ე.წ. ,,დაბურული მინის ‘’ ტიპის ინფილტრაციული უბნები, რომელიც ხშირად გვხვდება მძიმე COVID-19-ით დაავადებული პაციენტებში. (კტ კვლევაში მითითებული ,,დაბურული მინის ფენომენი'' ანთების მანიშნებელი ადგილებია. ) ასიმპტომური ინფექციით დაავადებულ ადამიანებზე ჩატარებული ოთხი სხვადასხვა გამოკვლევის შედეგად, ადამიანიდან დაახლოებით ნახევარს CT კვლევით დაბურული მინის ფენომენი აღენიშნა.
ყველას გვახსოვთ, ალბათ, Diamond Princess საკრუიზო გემი მგზავრებით, რომელიც იაპონიის სანაპიროდან 2 კვირის განმავლობაში მოექცნენ საკარანტინო სივრცეში. საბოლოო ჯამში, 712 მგზავრი დადებითი ტესტი აღმოჩნდა. თითქმის ნახევარს, 331-ს, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. მათ შორის ასიმპტომურ 76 ადამიანს ფილტვებს კტ კვლევისას გამოუვლინდათ დაბურული მინის ტიპის ინფლიტრაცია, თუმცა მათ იმდენი ზიანი არ მიადგათ, როგორც სიმპტომების მქონე ადამიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ დასჭირდათ მედიკამენტოზური ჩარევა.
ეს გამოვლინდა როგორც ახალგაზრდა ასევე ბავშვთას ასაკის პაციენტებში. ასაკი, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს დაავადების უსიმპტომოობის ხარისხზე, ასიმპტომური შემთხვევები ყველაზე მაღალია 6-დან 13-წლამდე ასაკის ბავშვებში. ასიმპტომური შემთხვევები უფრო იშვიათია, მაგრამ მაინც გვხვდება 25% 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და 14-დან 20-წლამდე თინეიჯერებში.
ასიმპტომურად ინფიცირებულ პირებს ვირუსის გადაცემის გაცილებით ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე სიმპტომების მქონეს.
მსუბუქი COVID-19
მსუბუქი კოვიდ დადებითობის დროს ვირუსი გავლენას ახდენს ძირითადად თქვენს ზედა სასუნთქ გზებზე და ვერ აღწევს ფილტვებამდე.
ძირითადი სიმპტომებია:
ტემპერატურა, ხველებით ან მის გარეშე.
მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება გამოიხატოს მშრალი ხველით და დაბალი ტემპერატურით, მაგრამ ცხელებამ შეიძლება არ მიაღწიოს 37,8 ° C- ს. შეიძლება, ხველება საერთოდ არ აღინიშნებოდეს. პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ ფიზიკური ვარჯიშის დროს ცოტა სუნთქვა შეზღუდვის შეგრძნება, მაგრამ მათ არ აქვთ სუნთქვის გაძნელება საყოფაცხოვრებო საქმიანობის დროს.
COVID-19 სიმპტომური სიმპტომების უმეტესობა (81%) მსუბუქად რჩება და მსუბუქი სიმძიმისაა. ამასთან, მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება, გაუუარესდეს მდგომარეობა, ზოგჯერ სწრაფად, ეს უმეტესად მოსალოდნელია რისკ ჯგუფებში.
როდის უნდა მიმართონ დახმარებას?
მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციით დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სიმპტომების მკურნალობა სახლში შეუძლიათ. არსებობს რამდენიმე გარემოება, როდესაც რისკ ჯგუფებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ესენია:
65+ წელი და მეტი ასაკი
გაქვთ გულის,
ფილტვების ან თირკმელების მნიშვნელოვანი დაავადება ან იმუნური სისტემის უკმარისობა.
იღებთ პერორალურ სტეროიდებს
ჩატარებული გაქვთ ორგანოს გადანერგვა
რა განსხვავებაა COVID-19– სთან შედარებით ასიმპტომური ან პრე-სიმპტომატური ადამიანების შორის?
განსხვავება იმაშია, რომ ასიმპტომური გულისხმობს ინფიცირებულ ადამიანებს, მაგრამ ინფექციის პერიოდში არ უვითარდებათ სიმპტომები, ხოლო პრე-სიმპტომატურია ადამიანი რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ სიმპტომები გამოვლენილი, მაგრამ სიმპტომების განვითარება ნელ ნელა ეწყებათ
ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს:
ყელის უმნიშვნელო ტკივილი
უმნიშვნელოდ გამოხატული სურდო
თავის ტკივილი
სიცხე, რომელიც არ აღწევს 37.8 ° C
ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა
დაღლილობა,
კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი
არ გაქვთ დაქვეითებული მადა
(პრე- სიმპტომატურ მდგომარეობაში უმეტესობას არ აღენიშნება ყელის ტკივილი სურდო
მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს.)
პრე-სიმპტომური ფაზისათვის დამახასიათებელია უცაბედი დეპრესიისკენ მიდრეკილება - უმიზეზო ტირილი,
როგორც წესი, სიმპტომები დაახლოებით 7-10 დღეს გრძელდება.
მსუბუქი COVID-19 ვირუსი გავლენას ახდენს ძირითადად თქვენს ზედა სასუნთქ გზებზე,
ძირითადი სიმპტომებია:
ტემპერატურა, ხველებით ან მის გარეშე
მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება შეიცავდეს მშრალ ხველას და დაბალ ტემპერატურებს, ცხელებამ შეიძლება არ მიაღწიოს 37,8 ° C- ს და ზოგჯერ შეიძლება იყოს ხველა მცირე ან საერთოდ არ იყოს.
პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ ფიზიკური ვარჯიშის დროს ოდნავ სუნთქვითი გაძნელების შეგრძნება.
მსუბუქი COVID-19:
ამასთან, მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციით დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სიმპტომების მკურნალობა სახლში შეუძლიათ.
მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გადაცემა უმეტესად ხდება ''სიმპტომური'' ადამიანებისგან ახლო კონტაქტის შედეგად.
შესაბამისად, ჯანმოს რეკომენდაციების უმეტესობა დაცვითი ზომების შესახებ (მაგალითად, ნიღბების გამოყენება და ფიზიკური დისტანცია) ემყარება სიმპტომურ პაციენტებს, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჩათვლით.
რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით ამ დაავადების დროს?
თქვენით ინჰალაცია არ გაიკეთოთ სახლში, სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში. პოტენციურად, ნებისმიერი ასეთი პროცედურა, რომელსაც სხვა შემთხვევაში გაიკეთებდით, არის აეროზულ წარმომქმნელი, ანუ თუ ვირუსი გაქვთ ცხვირ-ხახაში და ინჰალაციას იკეთებთ, ამით ზრდით შანსს, რომ ვირუსი უფრო შორ მანძილზე გადავიდეს და გავრცელდეს თქვენს გარშემო.
თქვენ შეიძლება, ინჰალაციამ არ დაგაზიანოთ და გიშველოთ, მაგრამ საფრთხის ქვეშ აგდებთ სხვებს, თქვენ გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებს და ა.შ.
P.S მსუბუქი მიმდინარეობის დროს, თუ ადამიანს ინფექცია არ გაურთულდა დაახლოებით ორ კვირაში გამოჯანმრთელდება კლინიკურად!
P.S თუ დაავადება არის საშუალო სიმძიმის და მძიმე შეიძლება გამოჯანმრთელების პერიოდი სამი კვირიდან ექვს კვირამდეც გაგრძელდეს. ( სიმპტომები: სიცხე. თავისა და ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი და სხვა. )
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„თავი აარიდეთ შემაშფოთებელი ახალი ამბების ყურებას“ - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში
ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები თარგმნა, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რეკომენდაციები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის:
ზოგადი მოსახლეობისთვის
1. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ. 2. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს „კორონავირუსის შემთხვევებს”, „მსხვერპლებს”, „კორონავირუსიან ოჯახებს” ან „ავადმყოფებს”. ისინი არიან „ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, „ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, “ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს. 3. თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომლებიც თქვენში შფოთვას ამძაფრებს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის თვალსაზრისით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ 4. თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.
5. ეცადეთ, გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად - გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს. 6. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.
ჯანდაცვის მუშაკებისთვის 7. ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც სტრესს იწვევს. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ან რომ სუსტი ხართ. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა. 8. დაუკვირდით და შეეცადეთ, დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება - როგორც სამუშაო დღის მსვლელობაში, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს, ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკებს. გრძელვადიანი პერსპექტივით ამას შეუძლია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება. ეს უნიკალური და უპრეცედენტო გამოცდილებაა ჯანდაცვის ბევრი მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ.
9. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა, გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა - სტიგმისა და შიშის გამო. ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული გამოცდილება. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან ან სხვა სანდო ადამიანებთან - თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იმავე სირთულეებს განიცდიან, რასაც თქვენ და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი. 10. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისას ვირუსზე გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით.
ჯანმრთელობის დაცვის და სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებს 11. შეეცადეთ, დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან - ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ თავისი მოვალეობების განხორციელებას. 12. უზრუნველყავით თქვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხი და ინფორმაციის რეგულარული განახლება. გააკეთეთ მუშაკების როტაცია მუშაობის მაღალი სტრესისა და დაბალი სტრესის პირობების მონაცვლეობით. ნაკლები გამოცდილების თანამშრომლები ამუშავეთ პარტნიორობაში უფრო გამოცდილ კოლეგებთან. ორგანიზაციაში/გუნდში წაახალისეთ უერთიერთდახმარების კლიმატი - ეს უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ერთმანეთის სტრესის მონიტორინგსა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვას. ადამიანები, ვინც თემში გადიან სამუშაოდ, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ წყვილებში. წაახალისეთ, გაუწიეთ მონიტორინგი და თავად გააკეთეთ ინიცირება სამუშაო შესვენებებისა, საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მოქნილი გრაფიკი იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ ექვემდებარება მასტრესირებელ მოვლენებს, ან ვისი ოჯახიც დაექვემდებარა ამგვარ მოვლენებს. 13. თუ გუნდის ან სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ - უზრუნველყავით ის, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მენეჯერებიცა და გუნდის ხელმძღვანელებიც სტრესორთა იმავე სისტემის ზემოქმედებას განიცდიან, რასაც მათი თანამშრომლები, და ზოგჯერ - გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, კიდევ უფრო მეტს. ამიტომ, მნიშვენლოვანია, ერთი მხრივ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, და მეორე მხრივ - მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშრომლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები. 14. გაათვიცნობიერეთ პირველადი ემოციური და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში და პრაქტიკულ ხერხებში მედპერსონალი, სასწრაფოს მძღოლები, მოხალისეები, მასწავლებლები, ისინი, ვინც შემთხვევებს ავლენენ და კარანტინის მუშაკები.
ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის (მშობლები, სხვა ოჯახის წევრები, ძიძები და ა.შ.)
15. დაეხმარეთ ბავშვებს, მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს. 16. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და რომ სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეოზარი თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომუნიკაციის ფორმატი (მაგ, სოციალური მედია). 17. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, ჰქონდეს ურთიერთობა და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია. 18. სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდეც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა, შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.
მათთვის, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს 19. ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იზოლაციაში არიან ან, ვინც დემენციის მდგომარეობაშია, შესაძლოა, მეტად ინერვიულონ, მიიღონ სტრესი ან გაითიშონ ამგვარი კრიზისის/კარანტინის დროს. გაუწიეთ პრაქტიკული და ემოციური დახმარება არაფორმალური კავშირების (ოჯახის) და პროფესიონალების დახმარებით. 20. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები იმის თაობაზე, თუ რა ხდება და მკაფიო ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ინფიცირების რისკის დაქვეითება - ისეთი ფორმით, ადვილად გასაგები იყოს შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუცებისთვისაც. რამდენჯერაც საჭირო იქნება, გაიმეორეთ ინფორმაცია. ინსტრუქციები უნდა იყოს არტიკულირებული მკაფიოდ, მოთმინებითა და პატივისცემის გამოხატვით. შესაძლოა დაგეხმაროთ ასევე, წერილობითი ფორმით, ან ნახატების სახით გამოხატვაც. ჩართეთ ოჯახის წევრები და სხვა დამხმარეები ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესში და აგრეთვე, თავდაცვითი ქცევის გავარჯიშების მიზნით (მაგ., ხელების დაბანვის). 21. წაახალისეთ ხანდაზმულები (მაგ., კეთილდღეობაში მცხოვრები პენსიონრები), რომ მოხალისეობრივი აქტივობები ჩაატარონ თემში - დაეხმარონ თანატოლებს, გადამოწმონ მეზობლების მდგომარეობა, იზრუნონ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შვილებზე და ა.შ.
მათთვის, ვინც იზოლაციაშია 22. დარჩით დაკავშირებული თქვენს სოციალურ ქსელებთან. იზოლაციაშიც კი შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი ყოველდღიური ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაკავშირებული სოციალური ქსელების, იმეილის, ვიდეო-კონფერენციებისა და ტელეფონის საშუალებით. 23. სტრესის დროს მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.
24. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებგვერდზე და თავი აარიდეთ ჭორების მოსმენას, რაც დისკომფორტს იწვევს.