რა განსხვავებაა კოვიდინფიცირებულს, ასიმპტომურ ან პრე-სიმპტომატური ადამიანების შორის, რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით კორონავირუსით ინფიცირების დროს, რა დროა საჭირო გამოჯანმრთელებისთვის - აღნიშნულ თემებზე ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს შეიძლება, არანაირი სიმპტომი არ აწუხებდეს, მიუხედავად ამისა, მათ ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი:
შესაძლებელია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონდეს COVID-19, მაგრამ მას საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს, სავარაუდოდ, ეს უფრო ხშირად ხდება ჯანმრთელ და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ასევე ბავშვების უმეტესობაში.
უსიმპტომოდ ყოფნა ნიშნავს, რომ არანაირი სიმპტომი არ გაქვს.
არსებობს ცნობები უსიმპტომო ადამიანებში მხოლოდ ყნოსვის დაკარგვის შესახებ. ტექნიკურად კი ეს სიმპტომია.
თუ თქვენ ცხოვრობთ სახლში COVID-19 ინფექციის მქონე ადამიანებთან და სიმპტომები არ გაქვთ, შეიძლება ასიმპტომური შემთხვევა იყოთ. (ამის გაგებას ანტისხეულების ტესტის გაკეთებით შეძლებთ).
კოვიდ-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანთა 40%-ს საერთოდ არ უვითარდებათ სიმპტომი და ის შეიძლება გეგმიურ შემოწმებაზე აღმოაჩინონ (მაგ: მედ პერსონალი სამაშველო სამსახურის პერსონალი. პოლიცია მასობრივი ტესტირებისას. )
ასიმპტომური დადებითობა ნიშნავს იმას, რომ პაციენტს არანაირი სიმპტომი არ აწუხებს არც ტემპერატურა, არც ხველება, არც სიცხე. ისინი არ გრძნობენ სუნთქვის უკმარისობას და ისეთ საეჭვო სიმპტომებს, რაც ფიქრებინებს კოვიდ 19-ზე. მიუხედავად ამისა, მათ ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი.
მეცნიერებმა, რომლებმაც გამოიკვლიეს უსიმპტომოდ მიმდინარე ინფიცირებული ავადმყოფები, აღმოაჩინეს რომ მათ ფილტვებში კტ (კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე) კვლევაზე აღენიშნებოდათ ე.წ. ,,დაბურული მინის ‘’ ტიპის ინფილტრაციული უბნები, რომელიც ხშირად გვხვდება მძიმე COVID-19-ით დაავადებული პაციენტებში. (კტ კვლევაში მითითებული ,,დაბურული მინის ფენომენი'' ანთების მანიშნებელი ადგილებია. ) ასიმპტომური ინფექციით დაავადებულ ადამიანებზე ჩატარებული ოთხი სხვადასხვა გამოკვლევის შედეგად, ადამიანიდან დაახლოებით ნახევარს CT კვლევით დაბურული მინის ფენომენი აღენიშნა.
ყველას გვახსოვთ, ალბათ, Diamond Princess საკრუიზო გემი მგზავრებით, რომელიც იაპონიის სანაპიროდან 2 კვირის განმავლობაში მოექცნენ საკარანტინო სივრცეში. საბოლოო ჯამში, 712 მგზავრი დადებითი ტესტი აღმოჩნდა. თითქმის ნახევარს, 331-ს, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. მათ შორის ასიმპტომურ 76 ადამიანს ფილტვებს კტ კვლევისას გამოუვლინდათ დაბურული მინის ტიპის ინფლიტრაცია, თუმცა მათ იმდენი ზიანი არ მიადგათ, როგორც სიმპტომების მქონე ადამიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ დასჭირდათ მედიკამენტოზური ჩარევა.
ეს გამოვლინდა როგორც ახალგაზრდა ასევე ბავშვთას ასაკის პაციენტებში. ასაკი, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს დაავადების უსიმპტომოობის ხარისხზე, ასიმპტომური შემთხვევები ყველაზე მაღალია 6-დან 13-წლამდე ასაკის ბავშვებში. ასიმპტომური შემთხვევები უფრო იშვიათია, მაგრამ მაინც გვხვდება 25% 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და 14-დან 20-წლამდე თინეიჯერებში.
ასიმპტომურად ინფიცირებულ პირებს ვირუსის გადაცემის გაცილებით ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე სიმპტომების მქონეს.
მსუბუქი COVID-19
მსუბუქი კოვიდ დადებითობის დროს ვირუსი გავლენას ახდენს ძირითადად თქვენს ზედა სასუნთქ გზებზე და ვერ აღწევს ფილტვებამდე.
ძირითადი სიმპტომებია:
ტემპერატურა, ხველებით ან მის გარეშე.
მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება გამოიხატოს მშრალი ხველით და დაბალი ტემპერატურით, მაგრამ ცხელებამ შეიძლება არ მიაღწიოს 37,8 ° C- ს. შეიძლება, ხველება საერთოდ არ აღინიშნებოდეს. პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ ფიზიკური ვარჯიშის დროს ცოტა სუნთქვა შეზღუდვის შეგრძნება, მაგრამ მათ არ აქვთ სუნთქვის გაძნელება საყოფაცხოვრებო საქმიანობის დროს.
COVID-19 სიმპტომური სიმპტომების უმეტესობა (81%) მსუბუქად რჩება და მსუბუქი სიმძიმისაა. ამასთან, მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება, გაუუარესდეს მდგომარეობა, ზოგჯერ სწრაფად, ეს უმეტესად მოსალოდნელია რისკ ჯგუფებში.
როდის უნდა მიმართონ დახმარებას?
მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციით დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სიმპტომების მკურნალობა სახლში შეუძლიათ. არსებობს რამდენიმე გარემოება, როდესაც რისკ ჯგუფებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ესენია:
65+ წელი და მეტი ასაკი
გაქვთ გულის,
ფილტვების ან თირკმელების მნიშვნელოვანი დაავადება ან იმუნური სისტემის უკმარისობა.
იღებთ პერორალურ სტეროიდებს
ჩატარებული გაქვთ ორგანოს გადანერგვა
რა განსხვავებაა COVID-19– სთან შედარებით ასიმპტომური ან პრე-სიმპტომატური ადამიანების შორის?
განსხვავება იმაშია, რომ ასიმპტომური გულისხმობს ინფიცირებულ ადამიანებს, მაგრამ ინფექციის პერიოდში არ უვითარდებათ სიმპტომები, ხოლო პრე-სიმპტომატურია ადამიანი რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ სიმპტომები გამოვლენილი, მაგრამ სიმპტომების განვითარება ნელ ნელა ეწყებათ
ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს:
ყელის უმნიშვნელო ტკივილი
უმნიშვნელოდ გამოხატული სურდო
თავის ტკივილი
სიცხე, რომელიც არ აღწევს 37.8 ° C
ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა
დაღლილობა,
კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი
არ გაქვთ დაქვეითებული მადა
(პრე- სიმპტომატურ მდგომარეობაში უმეტესობას არ აღენიშნება ყელის ტკივილი სურდო
მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს.)
პრე-სიმპტომური ფაზისათვის დამახასიათებელია უცაბედი დეპრესიისკენ მიდრეკილება - უმიზეზო ტირილი,
როგორც წესი, სიმპტომები დაახლოებით 7-10 დღეს გრძელდება.
მსუბუქი COVID-19 ვირუსი გავლენას ახდენს ძირითადად თქვენს ზედა სასუნთქ გზებზე,
ძირითადი სიმპტომებია:
ტემპერატურა, ხველებით ან მის გარეშე
მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება შეიცავდეს მშრალ ხველას და დაბალ ტემპერატურებს, ცხელებამ შეიძლება არ მიაღწიოს 37,8 ° C- ს და ზოგჯერ შეიძლება იყოს ხველა მცირე ან საერთოდ არ იყოს.
პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ ფიზიკური ვარჯიშის დროს ოდნავ სუნთქვითი გაძნელების შეგრძნება.
მსუბუქი COVID-19:
ამასთან, მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციით დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სიმპტომების მკურნალობა სახლში შეუძლიათ.
მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გადაცემა უმეტესად ხდება ''სიმპტომური'' ადამიანებისგან ახლო კონტაქტის შედეგად.
შესაბამისად, ჯანმოს რეკომენდაციების უმეტესობა დაცვითი ზომების შესახებ (მაგალითად, ნიღბების გამოყენება და ფიზიკური დისტანცია) ემყარება სიმპტომურ პაციენტებს, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჩათვლით.
რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით ამ დაავადების დროს?
თქვენით ინჰალაცია არ გაიკეთოთ სახლში, სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში. პოტენციურად, ნებისმიერი ასეთი პროცედურა, რომელსაც სხვა შემთხვევაში გაიკეთებდით, არის აეროზულ წარმომქმნელი, ანუ თუ ვირუსი გაქვთ ცხვირ-ხახაში და ინჰალაციას იკეთებთ, ამით ზრდით შანსს, რომ ვირუსი უფრო შორ მანძილზე გადავიდეს და გავრცელდეს თქვენს გარშემო.
თქვენ შეიძლება, ინჰალაციამ არ დაგაზიანოთ და გიშველოთ, მაგრამ საფრთხის ქვეშ აგდებთ სხვებს, თქვენ გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებს და ა.შ.
P.S მსუბუქი მიმდინარეობის დროს, თუ ადამიანს ინფექცია არ გაურთულდა დაახლოებით ორ კვირაში გამოჯანმრთელდება კლინიკურად!
P.S თუ დაავადება არის საშუალო სიმძიმის და მძიმე შეიძლება გამოჯანმრთელების პერიოდი სამი კვირიდან ექვს კვირამდეც გაგრძელდეს. ( სიმპტომები: სიცხე. თავისა და ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი და სხვა. )
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი,“ - ევგენი კომაროვსკი
ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი დისტანციური სწავლების საკითხს ეხმიანება ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ბავშვების სახლში გამოკეტვა პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა სამედიცინო კუთხით - არა:
„ვფიქრობ, რომ მსგავსი ზომების მიღება პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა, თუ მედიცინის პერსპექტივიდან შევხედავთ, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.“
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის პრობლემატური ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება სამედიცინო თვალსაზრისით, ევგენი კომაროვსკი პასუხობს:
„წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს სკოლაში სიარულის უფლება მისცეს. რომელიმე ბავშვი თუ დაავადდა, ღმერთმა ნუ ქნას და შედეგი რომ ლეტალური აღმოჩნდეს, ეს ყველაფერი მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ლოგიკურია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა დაიხუროს. ამასთან, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ როდესაც ბავშვი სახლშია გამოკეტილი, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება. სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტას აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი. ის სოციალური უნარების განვითარებას ვეღარ ახერხებს, ნაკლებად მოძრაობს, ბავშვი პასიურია, შესაძლოა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლადაც იქცეს, მატულობს უბედური შემთხვევების რიცხვიც, ძალიან გახშირდა ბავშვების ფანჯრიდან გადმოვარდნის სამწუხარო ფაქტები. ბავშვები თამაშის დროსაც ბევრ რამეს აზიანებენ, შესაძლოა, ხანძარიც გააჩინონ. ჩაკეტილ რეჟიმში ყოფნა მათ მრავალმხრივ ზიანს აყენებს.“
ევგენი კომაროვსკის თქმით, სახლში ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებაზე პასუხისმგებელი მშობელია:
„აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ სახლში ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება და არა - სკოლას. ჩემი აზრით, შერეულ სწავლებაზე საუბრის დროს აქცენტი უფრო უმნიშვნელო საკითხებზე კეთდება, ვიდრე მნიშვნელოვანზე. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვღელავდეთ, რამდენ დღეს გაატარებს ბავშვი სკოლაში და რამდენი გაკვეთილი ჩაუტარდება მას დისტანციურად, არამედ უნდა გვაინტერესებდეს, როგორი იქნება ჰაერის ტემპერატურა საკლასო ოთახში, ვინ იზრუნებს ვენტილაციის ხარისხზე, როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს ყველაფერი, უნდა აიკრძალოს თუ არა სპორტის გაკვეთილების დარბაზში ჩატარება. ხომ არ აჯობებს, რომ სპორტის გაკვეთილმა ღია სივრცეში გადაინაცვლოს?! მშობლები პასუხისმგებელ პირებს სწორედ ამ კითხვებით უნდა მიმართავდნენ, ხოლო დისტანციური სწავლებისა და სკოლაში სიარულისთვის გამოყოფილი დღეების რაოდენობა მეორეხარისხოვანია.“
ევგენი კომაროვსკის თქმით, ოქტომბერ-ნოემბერში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატებაა მოსალოდნელი:
„მალე აცივდება, ადამიანები ფანჯრებს დახურავენ და დროის უდიდეს ნაწილს დახურულ შენობებში გაატარებენ. რა თქმა უნდა, დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება. ეს არამხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა რესპირატორული ინფექციების ხარჯზე მოხდება. აკადემიკოსობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მივხვდეთ, როგორ ვრცელდება ვირუსი. დიახ, ოქტომბრიდან ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდება. ამაში ეჭვი არ მეპარება.“
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ვეთანხმები იმაში, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ვირუსი არსად გაქრება. იმისთვის, რომ ვაქცინა შეიქმნას და გამოვიყენოთ, ორი წელი მაინც არის საჭირო. ვირუსის შესუსტებასაც დაახლოებით ამდენი დრო სჭირდება. ამის შემდეგ ადამიანები დამშვიდდებიან, რა თქმა უნდა, თუ რაიმე ახალი ვირუსი არ გაჩნდება,“ - განაცხადა ევგენი კომაროვსკიმ.