როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ოთხი კვირის განმავლობაში ამ სიმპტომებმა თუ არ გაიარა, ექიმს უნდა მივმართოთ,“ - თერაპევტი გიორგი გვილია
თერაპევტმა გიორგი გვილიამ პოსტკოვიდურ პერიოდში პაციენტებში გამოვლენილი გასტროენტეროლოგიური გართულებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ სიმპტომებმა ოთხი კვირის განმავლობაში არ გაიარა, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს:
„ოთხი კვირა, ექვსი კვირა, რვა კვირა, ამაზე შეთანხმებულები არ ვართ. საერთოდ ყველა ფუნქციური პათოლოგია გასტროენტეროლოგიაში, კარგად დიეტისა და მოვლის ფონზე შედეგს იძლევა მესამე-მეოთხე კვირიდან. ჩვენ გადავედით დიეტაზე და მეორე დღესვე გვინდა შედეგი, ასეთი რამე არ იქნება. ოთხი კვირის განმავლობაში ამ სიმპტომებმა თუ არ გაიარა, ე.ი. ექიმს უნდა მივმართოთ. რატომ უნდა მოვიქცეთ ასე? შეიძლება თავიდან არ განვითარდა წყლული ან რამის ანთება, მაგრამ შეიძლება იყო ფარული პროცესი შაქრის აუტანლობის, ან გადამამუშავებელი ფერმენტების გამოყოფის სიჩქარე გვიმცირდებოდა, ჩვენ კი ამას ვერ ვამჩნევდით, რადგან არ ვიკვებებოდით ისე, რომ ეს გამოჩენილიყო. კოვიდმა ეს დააჩქარა. შეიძლება გადავიდეთ ახალ საფეხურზე. კოვიდის შემდეგ გამოგვივლინდეს რაღაც ტიპის საკვების აუტანლობა.“
გიორგი გვილიამ ის სიმპტომები და გართულებები დაასახელა, რომლებიც პოსტკოვიდ პერიოდში ხშირად ვლინდება:
„კოვიდის მერე შეიძლება დარჩეს ყაბზობა. აქ მიშველებაა საჭირო. ფაღარათი, რომელსაც ფუნქციური ფაღარათი ჰქვია, შეიძლება იყოს, მაგრამ როდემდე იყოს? ორკვირიანი ან სამკვირიანი ფაღარათის შემდეგ ამას ჩარევა სჭირდება, გამოკვლევა სჭირადება, რა დაარღვია. მე ბევრჯერ შემხვდა, როდესაც კოვიდის მერე გამწვავდა ფაღარათი. ანალიზის გაკეთების შემდეგ გვხვდებოდა კლოსტრიდიული ინფექცია, რაც ხშირად არის ხოლმე ქიმიოთერაპიებისა და ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე. ამას არ ველოდი მართალი გითხრათ, რადგან იმას ასეთი მკაფიო ნიშნები არ აქვს.“
„დაგვჭირვებია ორკვირიანი, ხანდახან მეტხნიანი აგრესიული მკურნალობა. მარტო იმის იმედად, რომ კოვიდი გადავიტანე, ეს სიმპტომები დამრჩა და არაუშავს, გაივლის, არ უნდა ვიყოთ. ათიდან შვიდის გაივლის, სამს, რომელსაც არ ჰქონდა ადრე გასტროენტეროლოგიური პათოლოგია, შეიძლება სერიოზული პათოლოგია განუვითარდეს. მესამე-მეოთხე კვირას თუ არ გაიარა ამ სიმპტომებმა, ექიმს უნდა მიმართოთ,“ - გიორგი გვილიამ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.