როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს ფილმი ძალიან ძვირფასი ფილმია, რომელიც მინდა, რომ ყველა ადამიანმა ნახოს,“ - ნათია ფანჯიკიძის რეკომენდაცია მშობლებს
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვებში სიყვარულის დეფიციტის პრობლემაზე და მისგან გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრა:
„ადამიანი, რომელსაც სიყვარულის დეფიციტი აქვს, ემსგავსება ურჩხულს. რაც უფრო მეტად ემსგავსება ის ურჩხულს, მით უფრო ძნელი ხდება მისი შეყვარება. აქედან გამომდინარე ის უფრო საშინელ წრეზე მიდის. უნდა გაუმართლოს და გამოჩნდეს იშვიათი ადამიანი, რომელიც მას დიდი მოთმინებით გაჰყვება. რაც მთავარია, მხოლოდ მოთმინებაც არ კმარა. მთავარია გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სწორად ამოიცნობს რა სჭირდება მას და ამოავსოს ეს ნაპრალი.“
ნათია ფანჯიკიძემ ყველას ურჩია ნახონ ფილმი „საოცრება,“ რომელიც აღმზრდელობით თემატიკაზეა:
„მე გაზიარებული მქონდა ფილმი, მგონი, „საოცრება“ ერქვა. ეს ფილმი მხატვრული თვალსაზრისით ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. მე ზოგადად ხელოვნებაში არ მიყვარს ნამდვილი ან ნამდვილთან მიმსგავსებული ამბები. ვთვლი, რომ ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს წარმოსახვას და ჯადოქრობას. ეს ფილმი ძალიან ძვირფასი ფილმია, რომელიც მინდოდა, რომ ენახა ყველა ადამიანს. არის ასეთი აღმზრდელობითი თემატიკა ფილმებშიც. ასეთი თემატიკა არის წიგნებშიც. ხელოვნებაში განვლილი ფსევდო განცდა ჩვენ გვიმუშავებს დამოკიდებულებას რაღაც ფაქტების მიმართ.“
„მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ველი, აღზრდა და გარემო, რომელშიც თქვენ ხართ. ძალიან მოქმედებს, თქვენს ოჯახში რა ითვლება ტრაგედიად, უბედურებად, რა დროს ეცოდებოდათ თქვენს დედას და მამას ადამიანი. მშობლების აღზრდა ყველაზე ძნელია, იმიტომ, რომ მშობლებს ძალიან უჭირთ შვილის დაბადება. მათ უნდათ, რომ სურვილები, რომლებიც თვითონ ვერ აისრულეს, თავს მოახვიონ შვილებს და განხორციელდნენ შვილში. მშობლებს აქვთ ილუზია, რომ შვილი არის მათი უკვდავება. ასეთი ზრუნვა, რომელიც მოითხოვს, რომ შენ იყო მშობლის ასლი, რეალურად არ არის ზრუნვა. ეს არის მშობლის მიერ განხორციელებული ვამპირიზმი. მას უნდა, რომ შენ მუდმივად იყო მის მუცელში. ეს არის ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა. ზედმეტი ზრუნვა არის ვამპირიზმი გაფორმებული ზრუნვის სახელით. ზედმეტი ზრუნვა და ადამიანის დაინვალიდება არის ჩვეულებრივი ბოროტება და არაფერი საერთო არ აქვს სიყვარულთან. არასდროს ბავშვს არ უნდა გაუკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მას თვითონ შეუძლია,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.