როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა არის ზამთარში ტემპერატურის საშიში ზღვარი, რომლის დაფიქსირების შემთხვევაში ბავშვის გარეთ გაყვანა დაუშვებელია?
ზამთრის თოვლიან ამინდებში ბავშვებს მხიარულებისთვის ბევრი მიზეზი აქვთ, თუმცა დაბალი ტემპერატურა პატარებისთვის, შესაძლოა, სახიფათოც იყოს. მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორ ამინდში არ შეიძლება ბავშვის გარეთ გაყვანა.
ზოგიერთი ოჯახი ზამთრის თვეებს უმეტესად სახლში ატარებს და ბავშვები ეზოში იშვიათად გაჰყავს. ადამიანების ნაწილი კი ცივ ამინდებს არ უშინდება და არც შვილების სუფთა ჰაერზე გავყვანას ერიდება.
ტემპერატურის საშიში ზღვარი, რომლის დაფიქსირების შემთხვევაში ბავშვის გარეთ გაყვანა დაუშვებელი და სახიფათოა მინუს 25 გრადუსი ცელსიუსია. მინუს 25 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა ბავშვისთვის გაყინვისა და ჯანმრთელობის სხვა საფრთხეებს შეიცავს. როდესაც ტემპერატურა ძალიან დაბალია და ის პატარებისთვის სახიფათო ხდება, ბავშვი სახლში უნდა დარჩეს.
ზამთრის ცივ ამინდში ეზოში თამაში ბავშვისთვის საშიში არ არის. ზამთარში მცირეწლოვანი ბავშვის გარეთ გაყვანისას სასურველია, რომ 30 წუთიანი შესვენებები გააკეთოთ, როდესაც ბავშვი გათბობას შეძლებს. ბავშვები სითბოს უფროსებთან შედარებით უფრო სწრაფად კარგავენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ თბილად ჩავაცვათ.
მშობლების დიდი ნაწილი ზამთარში ბავშვის გარეთ გაყვანას ერიდება, რადგან თვლის, რომ ტემპერატურა მეტისმეტად დაბალია. ეს სწორი არჩევანი არ არის. არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მშობლებმა ბავშვი ზამთარში გარეთ უნდა გაიყვანონ. მიუხედავად იმისა, რომ გარემო ტემპერატურა დაბალია და ცივა, ბავშვისთვის ჰაერზე ყოფნა ბევრი სარგებლის მომტანია. ეზოში თამაშის შემდეგ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა უმჯობესდება. გარდა ამისა, პატარები D ვიტამინსაც იღებენ, რომლის დეფიციტი ზამთარში განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა.