როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ნებისმიერი სიმსივნისგან თავის დაცვის უამრავი მარტივი გზა არსებობს,“ - გიორგი ღოღობერიძე
ექიმი გიორგი ღოღობერიძე თავისი ცხოვრების წესისა და დღის რეჟიმის შესახებ საუბრობს:
„ახლა არის დილის ხუთი საათი. მიუხედავად იმისა, რომ ვიძინებ ღამის სამ საათზე, კარგ შემთხვევაში ორზე, ხუთ საათზე მეღვიძება ყოველთვის. რომ გავიღვიძებ, ძალიან სწრაფად მოვდივარ გონზე. მიყვარს გამეორება, რომ არასდროს არაფერი არ დამავიწყდეს. რაც პირველივე ხელში მომყვება, იმას ვიცმევ და ეგრევე გავრბივარ. რომ გითხრათ, დღეში სამჯერ ვჭამ-მეთქი, მოგატყუებთ.“
გიორგი ღოღობერიძის თქმით, კლინიკაში ის თავს უფრო მშვიდად და მყუდროდ გრძნობს, ვიდრე სახლში:
„კლინიკის კედლები არის სახლი ფაქტობრივად. სახლში შეიძლება ისე მშვიდად და მყუდროდ არ იყო, როგორც კლინიკის კედლებში, იმიტომ, რომ ეს ის ადგილია, სადაც თავს გრძნობ ყველაზე საჭიროდ. პირობა იყო დედაჩემისთვის ის, რომ მისი სახელით დავხმარებოდი ძლიან ბევრ ადამიანს. ეს ისეთი პირობაა, რომ ეს ყოველდღე, ყოველ წამს, ყველა პაციენტთან უნდა შევასრულო, არა როგორც ექიმმა, არამედ როგორც მოტივატორმა, რომ მისი დაავადება არ არის განაჩენი და ბრძოლას აზრი აქვს.“
„დღის განმავლობაში დაახლოებით 500-მდე ადამიანი რეკავს. ნებისმიერი სიმსივნისგან თავის დაცვის უამრავი მარტივი გზა არსებობს. პირველ რიგში, ეს გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს. ამიერიდან მე ვარ ჩვეულებრივი კლინიკური ონკოლოგი,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა.