,,კორონავირუსით 6 წლის ბავშვი დაინფიცირდა'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 6 წლის ბავშვი ერთ-ერთი იმ ოჯახიდანაა, რომლის წევრებსაც ვირუსი დაუდასტურდათ:
,,ჩვენ დადასტურებული 39 პაციენტი გვიწევს, გუშინ 38 გვყავდა და გვიან ღამით ერთი პაციენტი, ერთ-ერთი ოჯახის წევრი 6 წლის ბავშვი შემოგვემატა. ჩვენს ცენტრში 6 ბავშვი მკურნალობს, მათი მდგომარეობა რთული არ არის. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის კლასტერია,'' - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 370
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 77
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 5035
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3