საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა. მას ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა, შედეგად, ვირუსი აღარ დაუფიქსირდა.
ინფექციურიდან გაწერილი პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა 50 წლის მამაკაცს (საქართველოს მოქალაქეს), რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.