პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ზაფხულში გასათვალისწინებელ რჩევებს აძლევს. გთავაზობთ მის რეკომენდაციებს:
„
ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, უფრო ხშირად, ვიდრე ადრე აკეთებდით ამას მიაქციეთ ყურადღება, არ ჩაიდონ პირში ხელი, ფოთოლი, ბალახი, რასაც ხშირად აკეთებენ ბუნებაში კარგად გარეცხილი ხილი, ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანილი, 30 წუთით მაინც ამყოფეთ გამდინარე წყალში ასვით ბევრი წყალი, მაგრამ რეგიონებში ცენტრალური წყალგაყვანილობის და ზოგადად წყლის პრობლემის გამო, ჯობია, შესთავაზოთ ნაყიდი წყალი ან გადადუღებული და გაგრილებული ძალიან მომრავლდა მწერები, ამიტომ ძილის წინ მაინც ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული, რომ არ გამოგეპაროთ კანზე მიმჯდარი ტკიპა გუბეებთან საღამო ხანს ბევრია მოსკიტი, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან, ამიტომ გუბეებთან ნუ ითამაშებენ ზოგადად ჯობია, ჩააცვათ თხელი გრძელმკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი ნუ გაიყვანთ თაკარა მზის პერიოდში, თუმცა მზის პირდაპირი სხივი სასურველია, მოხვდეთ დილით 9 საათიდან 11-მდე და საღამოს 17 საათიდან 19-მდე, თუ გიწევთ აუცილებლობის გამო მზეზე გასვლა, ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაუტენიანეთ ხილული კანი მზისგან დამცავი კრემით SPF 30-50 და თავზე დაახურთ კეპი მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით (ზუსტად ვიცი) ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭებადი პროდუქტები, ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს, პურზეც აუცილებლად, კოლოფების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება, რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც ამ სიმპტომებთან, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას. ბავშვს შეიძლება, ალერგიული რეაქციები განუვითარდეს.ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირია ცემინება, ხველა, კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება (მწერის ნაკბენზე) აუცილებელია, დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს. ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან!
ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ცნობილია,
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)