,,საქართველოში პუტკუნა ადამიანს ცხოვრება აქვს მობეზრებული'' - ბარბარე სამხარაძე ჭარბწონიანთა პრობლემებზე საუბრობს.
ნახეთ ვიდეო 👆და არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები
This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
,,საქართველოში პუტკუნა ადამიანს ცხოვრება აქვს მობეზრებული'' - ბარბარე სამხარაძე ჭარბწონიანთა პრობლემებზე საუბრობს.
ნახეთ ვიდეო 👆და არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები
„უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვია კბილზე შავი ლაქებით. მშობლებს აქვთ შიში, რომ ბავშვებს დაეწყოთ კარიესი. ეს არ არის ხშირ შემთხვევაში კარიესი. როგორც წესი, ეს იმ ბავშვებს უჩნდებათ, რომლებიც დიდი რაოდენობით შოკოლადს მოიხმარენ და ტკბილეულს მიირთმევენ. ეს არის ტკბილეულის, ნახშირწყლების და ბაქტერიების შენაერთი. მე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში ფიზიოლოგიურ სიშავეზე, იმიტომ, რომ არსებობს პათოლოგიური სიშავეც, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს ახლავს ხოლმე თან.“
ინგა მამუჩიშვილის თქმით, კბილებზე შავი ნადების გაჩენა, შესაძლოა, რკინის პრეპარატის ხანგრძლივი მიღებითაც იყოს გამოწვეული:
„რკინის პრეპარატის ხანგრძლივად მიღებამ იცის შავი ლაქების გაჩენა. ის სიშავე, რომელიც ვახსენეთ და რომელიც ბაქტერიებისა და ნახშირწყლების ნაერთია,ძალიან მარტივად მოშორებადია. სახლის პირობებშიც შეუძლიათ მშობლებს ეს მოაშორონ. არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები. ძალიან მცირე რაოდენობის სოდის დამატებით შეიძლება ეს ადგილობრივად მოვაცილოთ. თუ მშობლებმა თვითონ ვერ მოაცილეს, ამას არაჩვეულებრივად აკეთებენ სტომატოლოგები ერთ ვიზიტზე.“
„ამ შავ ლაქებს მაინც ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ. შეიძლება ეს რიგ შემთხვევებში კარიესის განვითარების მიზეზი გახდეს. ცოტა მოზრდილი ბავშვები თვითონვე ამჩნევენ ვიზუალურად ამას და კომპლექსი უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით. ისინი თვითონვე ითხოვენ, რომ ეს ლაქები არ ჰქონდეთ,“ - აღნიშნულ საკითზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.
წყარო: რადიო ფორტუნა