დაბალანსებული, მრავალფეროვანი, ჯერადი კვება შენარჩუნებული სითხის ბალანსი ზომიერი ფიზიკური აქტივობა ძილის რეჟიმის მოწესირგება მავნე ჩვევებზე უარის თქმა
შენარჩუნებული სითხის ბალანსი ორგანიზმში - ერთ-ერთი წამყვანი პირობა ჯანსაღი ნივთიერებათა ცვლისთვის. ჩვენი ორგანიზმი შედგება 70% წყლისგან. იგი არის უნივერსალური გამხსნელი, ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს, გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას. სითხის ბალანსის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ წყლის მიღებით, მას ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთი სხვა სითხე. ჯანმრთელი ადამიანისთვის (ვისაც არა აქვს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება) რეკომენდებულია მინიმუმ 1.5 ლ სითხის მიღება დღეში. სითხეზე მოთხოვნილება იცვალება გარემო პირობების შესაბამისად. ზაფხულის ცხელ დღეებში იზრდება წყალზე მოთხოვნილება, ამ დროს ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და მასთან ერთად მინერალებს და ვიტამინებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიკრო, მარკო ელემეტების დეფიციტი და ავიტამინოზი (ვიტამინების დეფიციტი), სწორედ ამიტომ ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზშმი დიდი ყურადღება უნდა მიექცეს შენარჩუნებულ სითხის ბალანსს.
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვსაუბრობთ ფაქტობრივად ჯანმრთელ პოპულაციაზე. სასურველია, კვირაში 3-4 ჯერ დაახლობით 60-90 წუთი მსუბუქი ფიზიკური აქტივობა: ცურვა, ფიტნესი ან უბრალოდ სწრაფი ნაბიჯით სეირნობა.
რაც შეეხება ძილის რეჟიმს, არასრულფასოვანი ძილის დროს ორგანიზმში ირღვევა: ჰორმონალური ბალანსი, კერძოდ კი ჰორმონ ინსულინის დონე (რომელიც არის მაშენებელი ჰორმონი), ხდება მის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის დარღვევა, ქვეითდება იმუნური სისტემა, ხდება ნერვული სისტემის გადაძაბვა. ხშირად გამოუძინებელი ადამიანი უფრო მეტ კალორაჟს მიირთმევს, ვიდრე მას რეალურად ესაჭიროება. იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. 7-8 საათი სრულფასოვანი ძილი აუცილებელი წინაპირობაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ბოლოს კი დამეთანხმებით, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს ჩვენს ყოველდღიურობაში თან არ უნდა ახლდეს მავნე ჩვევები (თამბაქო, ალკოჰოლი და ა.შ). ვფიქრობ, მავნე ჩვევებზე უარის თქმა ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი გამოწვევაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დროს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ