ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
„ბავშვთა ვაქცინაციაზე რა ვთქვათ, როდესაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი გვყავს აცრილი,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ საქართველოში ვაქცინაციის დაბალი ტემპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია აცრილი:
მაია ხერხეულიძის თქმით, სხვებისა და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უნდა ავიცრათ:
„რატომ უნდა აიცრათ? იმიტომ, რომ თქვენი სიცოცხლე და თქვენ გვერდით მყოფი ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოთ. იმიტომ უნდა აიცრათ, რომ დღეს საავადმყოფოში ვინც გვეღუპება, იმათი 98% არის აუცრელი.“
„ერთ შემთხვევას ვიტყვი. ჩვენი კოლეგა ზამთარში დაიღუპა, მაშინ, როდესაც ვაქცინა ჯერ კიდევ არ იყო. ახლა მეხუთე ტალღაზე დაიღუპა მისი ძმა. ის იყო 51 წლის, ჯანმრთელი, რომელიც არ იყო აცრილი. ამიტომ უნდა აიცრათ, რომ თქვენი სიცოცხლე იხსნათ. უამრავი პაციენტი იღუპება, რომელსაც არ აქვს რაიმე თანმდევი დაავადება,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „შუადღე - Live” ისაუბრა.