ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
რა სჭირდება ბავშვის სხეულს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის? - გიორგი ღოღობერიძე
ექიმმა გიორგი ღოღობერიძებ ბავშვის სხეულის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭირო რესურსების შესახებ ისაუბრა და მშობლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ვიტამინების, ამინომჟავებისა და ელემენტების შესახებ, რომლებიც მზარდი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს:
„დღეს უნდა განვიხილოთ, თუ რა სჭირდება ბავშვის სხეულს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. სხეული ზრდის პროცესში საჭიროებს უამრავ რესურსს. ეს შეიძლება იყოს ამინომჟავები, გლუკოზა, ვიტამინები, ელემენტები და ა.შ. ძალიან მარტივად ვთქვათ, თუ რომელი ელემენტი რას შვრება ბავშვის სხეულში და როგორ შეიძლება, რომ თუ ბავშვს სრულყოფილად საკვებს ვერ აძლევ, მოაგვარო თითოეული მათგანის პრობლემა? ვთქვათ ძალიან ცნობილი ფაქტები და ამით შემოვიფარგლოთ.“
ბავშვის სხეულის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო აუცილებელი ვიტამინების, ამინომჟავებისა და ელემენტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით თანდართულ ვიდეოში.