რა კავშირია D ვიტამინსა და იმუნურ სისტემას შორის, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„მის შესახებ წინა საუკუნეში რომ დაგესვათ კითხვა ექიმებისათვის, გიპასუხებდნენ, რომ ეს ნივთიერება ცხიმში ხსნადი ვიტამინია და ის ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას არეგულირებს, მისი დეფიციტის დროს კი რაქიტი და ოსტეოპოროზი ვითარდება. მაგრამ რეალურად ის ჰორმონია. თუმცა კლასიფიკაციის მიხედვით დღესაც ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება.
დიახ, D ვიტამინი, ჯადოსნური D ჰორმონი.
- იმიტომ, რომ სხვა ვიტამინებისაგან განსხვავებით, მისი მხოლოდ მცირე ნაწილის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად. უდიდესი ნაწილი კი მზის სხივების კანზე ზემოქმედების გზით მიიღება, შემდეგ კი ღვიძლსა და თირკმლებში ციკლს გადის და ამ გარდაქმნების შედეგად ვიღებთ ბიოაქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ჩვენს ორგანიზმში სასწაულების მოხდენა შეუძლია.
- სხვა ვიტამინებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ყველა ორგანოსა და ქსოვილში საკუთარი რეცეპტორები აქვს და ამიტომაც ზემოქმედებს ის პრაქტიკულად ყველა ორგანოზე.
თუ გახსოვთ, D ვიტამინის თემას ორი თუ სამი ბლოგი უკვე მივუძღვენი. დღეს იმუნურ სისტემაზე მის ზეგავლენაზე გიამბობთ.
რას ამბობენ კვლევები?
დადგენილია, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც D ვიტამინის დონე სისხლში დაბალი აქვთ, გაცილებით მაღალი აქვთ სეზონური გრიპით და სხვა რესპირაცილი ინფექციებით ავადობის რისკი. D ვიტამინის საჭირო დოზის დამატებისას კი ეს რისკი მკვთრად მცირდება. მისი ერთ-ერთი ფუნქცია იმ T-ლიმფოციტების აქტივაციაა, რომლებიც ვირუსებსა და ბაქტერიების ანადგურებენ.
სულ ახლახან მკვლევარებმა (Vadim Backman და თანაავტორები) ჩიკაგოს ჩდრილოდასავლეთის უნივერსიტეტიდან, შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყანაში (ჩინეთი, საფრანგეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო) კლინიკების მონაცემები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტებს, სისხლში D ვიტამინის დაბალი დონე აღენიშნებოდათ, სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.
ასე, რომ სანამ კარანტინი ჯერ კიდევ ძალაშია, გახსოვდეთ ეს მაგიური ვიტამინი. მისი მნიშვნელოვანი საკვები წყარო თევზი, რძე და მისი პროდუქტები, კვერცხია, თუმცა ორგანიზმში D ვიტამინის დიდი ნაწილი კანზე მზის სხივების ზემოქმედებებით წარმოიქნება. და არ დივიწყოთ თქვენი ექიმის დანიშნულებით D ვიტამინის დანამატის მიღება.