საკვები პროდუქტების გემო და ვიზუალი ხშირად გვატყუებს. შესაძლოა, საკვები, რომელსაც ტკბილი გემო არ აქვს, დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავდეს. ის, რასაც ჩვენს ვიდეორგოლში ნახავთ, ნამდვილად გაგაოცებთ და დაგაფიქრებთ. თუ ჯანსაღი წონის და ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნება გსურთ, პროდუქტები, რომლებსაც მიირთმევთ, ყოველთვის დაკვირვებით და სიფრთხილით შეარჩიეთ.
„თუ სამიდან ექვს თვემდე ასაკის ბავშვის ტემპერატურა 39 გრადუსია, მას სახლში არ ვტოვებთ,“ - პედიატრი შორენა ქართველიშვილი
პედიატრმა შორენა ქართველიშვილმა ბავშვებში მაღალი ტემპერატურის დროს მშობლის ქცევის წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამ თვემდე ასაკის ბავშვი 38 ტემპერატურით სახლში არ უნდა დავტოვოთ:
შორენა ქართველიშვილის თქმით, როდესაც ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტებს, ბაქტერიულ ინფექციაზე უნდა ვიფიქროთ:
„თუ ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტებს და ხველაც ხანგრძლივდება, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ თანდართულ ბაქტერიულ ინფექციაზე და უფრო ალტერნატიულ, სხვა დიაგნოზებზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის მიერ. არის ორი ჯგუფის პრეპარატი: პარაცეტამოლი და იბუპროფენი, ორივე პრეპარატის ერთად მიღება კატეგორიულად არ შეიძლება.“
„ჩვენ ხშირად მოგვმართავენ მშობლები და გვეუბნებიან: ჩემს შვილს ძალიან სუსტი იმუნური სისტემა აქვს. ძალიან ხშირია ასეთი მშობელი. ჩვენ ვეკითხებით, რამდენჯერ ავადობს ბავშვი წელიწადში. ის გვეუბნება, რომ დაახლოებით ოთხჯერ-ხუთჯერ. ჩვენ ვპასუხობთ, რომ მის შვილს ნამდვილად არ აქვს სუსტი იმუნური სისტემა. თუ ბავშვი წელიწადში რვაჯერ და ცხრაჯერ ავად ხდება და ეს ავადობა გრძელდება 7-დან 14 დღემდე, გაციებათა შორის პერიოდში კი ბავშვი ჯანმრთელია, ითვლება, რომ მისი იმუნური სისტემა აბოსლუტურად ნორმალურია,“ - აღნიშნულ საკითხებზე შორენა ქართველიშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.