რატომ ვრცელდება ახალი კორონავირუსი სწრაფად? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.
„ახალი კორონავირუსი სახელად SARS-CoV- 2 მსოფლიო თავსატეხია. რატომ ვრცელდება ის ასე სწრაფად, განსახვავებით წინამორბედი Sars-cov-1-ისგან, რომელიც გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარე ინფექცია იყო და პანდემიიად გარდაქმნის შემთხვევაში გაცილებით მეტ სიკვდილს გამოიწვევდა?!
საბედნიეროდ, Sars-cov-1ით გამოწვეული ინფექციის ლოკალიზაცია სწრაფად მოხერხდა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ის სეზონურ გრიპთან შედარებით 3-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიომ 21-ე საუკუნის ახალი პანდემია მიიღო.
უკვე იცით, ინფექცია წვეთებით ვრცელდება. იცით, რომ 1 დახველებისას დაახლოებით 3000-მდე წვეთი გადმოიფრქვევა, რომელშიც ვირუსია შეწონილი?! ზედაპირზე გრავიტაციის ძალით მოხვედრილი ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე სხვადასხვა ხანგრძლივობით ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს. მუყაოზე ის სულ მცირე 4 საათს ძლებს, 3-დან 9 დღემდე - პლასტმასსა და მეტალზე. ყველაზე მცირე დროს 4 საათს - სპილენძის ზედაპირებზე.
ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ დისტანცირებას, ხელების ხშირად დაბანას და ზედაპირების წმენდას,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.