Baby Bag

რა კავშირია ბცჟ ვაქცინაციასა და კორონავირუსულ ინფექციას შორის?

რა კავშირია ბცჟ ვაქცინაციასა და კორონავირუსულ ინფექციას შორის?

რა კავშირია ბცჟ ვაქცინაციასა და კორონავირუსულ ინფექციას შორის? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე საუბრობს. 

გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,კორონავირუსული ინფექციის არსებობის 3 თვის თავზე ბევრი ისეთი ამბავი დაგროვდა, რის ახსნასაც ალბათ წლები დასჭირდება.

მათ შორის არის ფაქტი COVID-19-თ ბავშვების იშვიათი ავადობის შესახებ. ‼️‼️‼️რატომ ვრცელდება ის ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან სწრაფად და იწვევს სიკვდილობას, თანაც ერძთსადაიმავე ქვეყანაში ადამიანთა გარკვეული ჯგუფები უფრი იშვიატად ავადობენ, ს ხვები კი გაცილებით მოწყვლად პოპიულაციას წარმიოადგენენ.

ერთ-ერთი ვარაუდი, რაზეც უკანასკნელ დღეებში სულ უფრო ბევრი იწერება, არის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

რა არის ბცჟ?

1908 წელს ფრანგმა მეცნიერებმა Calmette-მა და Guerin-მა პასტერის ინსტიტუტში ტუბერკულოზით დაავადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან გამოჰყვეს დაავადების გამომწვევი Mycobacterium bovis.

იმისათვის, რომ შტამის ვირულენტობა ანუ დაავადების გამოწვევის ინტისივობის უნარი შეემცირებინათ, მკვლევარები 13 წლის მანძლე ყოველ 3 კვირაში გადათესავდნენ სხვადასხვა ნიადაგზე შტამს. ამ ხნის განმავლობაში მოხდა ბევრი გენეტიკური ცვლილელება და მიკრობის ვირულენტობა შემცირდა. 

მიღებულ შტამს სწორედ ამ ორი მეცნიერის სახელი ეწოდა - Bacille Calmette –Guerin ანუ ბცჟ.

როგორია სტატისტიკა და რეკომენდაციები

1921 წლიდან დედამიწაზე სრულიად ახალი ერა დაიწყო - ვაქცინაცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ. ბცჟ აცრა არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი აცრა, რასაც დღემდე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ატარებსდა ყოველწლიურად 130 მლნ ბავშვს უტარდება მსოფლიოში.

1993 წელს ჯანდაცვის მსოფკლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზი სერიოზულ გლობალურ გამოწვევად აღიარა. ამ ფაქტიდან 27 წლის შემდეგაც ის კვლავ რჩება თანამედროვე მსოფლიოს სერიოზულ გამოწვევად.

ამავე ორგანიზაციის მონააცემებით, მსოფლიო მოსახლეობის ¼ ტუბერკულოზიითა დაავადებული. 2017 წლის მონაცემებით, პლანეტაზე 10 მლნ დაავადდა ტუბერკულოზით და 1,6 მლნ მოკვდა. დაავადებულთაგან 1 მლნ ბავშვი ოყო, მათგან 230 000 მოკვდა.

როდის იწყება ბცჟ ვაქცინაცია

‼️თანამედროვე რეკომენდაციებით, აცრა ტარდება საშობიარო სახლში პირველი 5 დღის განმავლობაში. თუ რაიმე მიზეზით ვაქცინაცია არ ჩატარდა, მისი ჩატარება დასაშვებია პირველი წლის მანძილზე.

ქვეყნები, რომლებიც ბცჟ ვაქცინციას ატარებენ

ევროპის კონტინტენტზე ბცჟ ვაქცინაცია რუტინულად ტარდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უნგრეთში, ირლანდიაში, მონაკოში, მონტენეგროში, პოლონეთში, პორტუგალიაში, სერბიაში, სლოვენიაში, ბულგარეთში, მაკედნონიაში.

იაპონიამ აცრა დანერგა 1947 წლიდან, აშშ-ში ბცჟ ვაქცინაცია არასოდეს ჩატარებულა მასობრივად.

ევროპის ბევრი დიდი ქვეყანა, მათ შორის იტალია, საფრანგეთი, ესპნაეთი, გერმანია, ვაქცინაციას არ ატარებს.

რა შეუძლია ბცჟ-ს

ის იცავს ტუბერკულოზის მძიმე ფორმებისაგან, მაგალითად დისემინეირებული ტუბერკულოისაგან ან ტუბერკულოზური მენინგიტისაგან.

2009 წელს Mathurin K.C და თანაავტორთა მიერ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევა აჩვენა, რომ ვაქცინირებულ თაგვებს მაღალი ჰქონდათ ინტერფერონის და სხვა დამცველობითი ფაქტორების დონე, რაც არამარტო ტუბერკულოზის, არამედ სხვა ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან დაცვას უზრუველყოფს. ამ ფენომენს ტრენირებული იმუნიტეტი ეწოდა.

არსებობს სხვა შრომებიც, რომლებიც ადასტურებენ ბცჟ ვაქცინაციის შემდეგ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით, მათ შორის, ფექციიებით და სეფსისით ავადობას.

კავშირი COVID-19-თან

რატომაა, რომ ზოგ ქვეყანაში ვირუსი უფრო სწრაფად გავრცლდა, ხოლო ზოგან ავადობა და სიკვდილობა მაღალი არ არის?

სულ ახლახან გამოქვეყნდა Miller A თანაავტორების შრომა. მკვლევარებმა ამ ფაქტის ასახსენლად ქვეყნები სამ ჯგუფად დაყვეს - დაბალი ეკონომიკური შემოსავლის, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებად.

გაანალიზების შემდეგ მეცნიერებმა ასეთი სურათი მიიღეს: აღმოჩნდა, რომ დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ბცჟ ვაქცინაცია რუტინულად ტარდება და სწორედ ამ ქვეყნებში COVID-19 -ით ავადობა შედარებით იშვიათია.

მკველვარებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა ამ ქვეყნებიდან მოწოდებული სტატისტიკა არ არის ზუსტი, ამიტომ ერთმანეთს შედარდა საშუალო და მაღალი ეკონომიკური შემოსავლის ქვეყნები. და აი, სტატისტიკა - იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება ბცჟ (55 ქვეყანა), ავადობა და სიკვდილობა COVID-19 -ით იყო სარწმუნოდ დაბალი იმ 5 ქვეყანასთან შედარებით, სადაც ტუბერკულოზის საწინაღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება.

ამ დღეებში ავსტრალიაში უკვე დაიწყო მასშტაბური კვლევა 4000 ჯანდაცვის მუშაკის მონაწილეობით, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ ბცჟ ვაქცინაცია, კვლევის პროცესში დააკვირდებიან, მოხდება თუ არა მათი ინფიცირება და რა ფორმით გამოვლინდება დაავადება კორონავირუსთ ინფიცირების შემთხვევაში.

და სანამ კვლევები გრძელდება, სანამ ბევრი რამ ჯერ კიდევ შეუცნობელია და სანამ მსოფლიო მედგრად ებრძვის ახალ კორონავირუსს, შეგახსებეთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისა, სადაც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუტინულად ტარდება,'' - აღნიშნავს პედიატრი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - პედიატრ თამარ ობაგიძის რჩევები

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - პედიატრ თამარ ობაგიძის რჩევები

რატომ არ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს შინ ხელთათმანები და რატომ უნდა ვუყიდოთ წითელი სათამაშოები? - ამ თემაზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„თუ ფიქრობ, რომ ახალშობილი ვერ ხედავს, არც ესმის და სამყაროს ვერ აღიქვამს, ძალიან ცდები. მისი გრძნობათა ორგანოები ფუნქციონირებას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს.

მხედველობა

თუ გსურს, ახალშობილმა კარგად დაგინახოს და აღგიქვას, მას 25 სმ-ზე უნდა მიუახლოვდე.
იცით, რომ სწორედ ეს მანძილია თქვენსა და შენი შვილის თვალებს შორის, როცა მას ძუძუს აწოვებ? გაიხსენე და დაკვირდი, როგორ შემოგყურებს ძუძუს წოვის დროს თვალებში, გათვალიერებთ, გეალერსება. ხომ სასწაულია?
თუ საწოლთან წითელი ფერის სათამაშოს დაუკიდებ, აუცილებლად მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. და იცი რატომ? მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი მხოლოდ წითელს ხედავს.
საშვილოსნო ხომ უხვად მარაგდება სისხლძარღვებით და გარემოც სრულიად წითელია. ამიტომ ის ახალშობილისათვის ერთგვარად მშობლიური ფერია.

სმენა

ძლიერი ხმაურისას შენი პატარა კრთება. მას მშობლების ხმაც ახსოვს, გულისცემაც იმ 9 თვის მანძილზე, რაც დედის წიაღში გაატარა. და თუ ამ ხნის მანძილზე ესაუბრებოდით, ეალერსებოდით, ის დედიკოს და მამიკოს ხმასაც იცნობს და მისი გაგონება ამშვიდებს.
აუცილებლად ესაუბრე ბავშვს დაბადებისთანავე, არ აქვს მნიშვნელობა ზღაპარს მოუყვები, უმღერებ თუ უბრალოდ, დღის ამბებს უამბობ, მის სმენას ეს აუცილებლად ეამება და განავითარებს.

გემოვნება

გემოვნების რეცეპტორები ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება. სანაყოფე წყლის ჩაყლაპვისას ნაყოფი გემოებს ანსხვავებს.
წარმოდიგინე, მას მომდევნო ცხოვრების მანძილზე ის საკვები უფრო მოსწონს, რასაც მისი დედიოკო ორსულობის დროს მიირთმევდა. ამას უამრავი კვლევა ადასტურებს!
თუ ახალშობილს მოულოდნელად ხელოვნურ საკვებს მისცემ ძუძუს ნაცვლად, ის აუცილებლად გააპროტესტებს - მისთვის საუკეთესო გემო სწორედ დედის რძის გემოა!

ყნოსვა

განვითარება ყნოსვასაც სჭირდება! თუმცა არ გეგონოს, ახალშობილი სუნს ვერ გრძნობს.
მისთის მშობლიური და საყვარელი თქვენი სხეულის და რძის სუნია. ამიტომ გაჭირვეულებული ბავშვის დამშვიდების მცდელობა არავის გამოსდის ისე კარგად, როგორც დედიკოს. სხეულთან შეხებაც საკმარისია ხშირად! ახალშობილმა შენი სუნიც კი იცის!

შეხება

ეს გრძნობა ახალშობილს ყველაზე განვითარებული აქვს და ს წორედ ტაქტილური რეცეპტორებით ცდილობს, უკეთ შეიცნოს საყარო.
მისი ხელისგულები ადვილად პოულობენ სიახლეს ირგვლივ.
ამიტომ არასოდეს ჩააცვა შინ პაწაწინა ხელთათმანები გასათბობად, მიეცი საშუალება უფრო აქტიურად შეიმეცნოს სამყარო შეხებით.
დააჭერი ფრჩხილები, რომ არ დაიკაწროს სახე.
ხელთათმანები კი მხოლოდ გარეთ გასვლისას გამოიყენე.
და კიდევ, აუცილებლად მოეფერე სხეულზე ახალშობილს. მშობლების შეხება მას ძალიან სიამოვნებს!“

წაიკითხეთ სრულად