Baby Bag

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან?

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან?

რ​ა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„როცა უხილავი მტერი გიტევს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იცი, რომ წვეთებით ვრცელდება და ნებისმიერი ზედაპირი შეიძლება ინფიცირებული იყოს, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, როგორმე დაიცვა თავი ზედაპირებზე შეხებისაგან. ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ სულ უფრო ხშირად მხვდებიან ქუჩაში ადამიანები ფერად-ფერადი ლატექსის ხელთათმანებით.

გვიცავს თუ არა ის?

დიახ, თუ თქვენ გაცვიათ ხელთათმანი, ზედაპირებზე შეხებისას თქვენს კანზე ნამდვილად ვერ მოხვდება, ვერც კორონავირუსი და ვერც სხვა მიკროორგანიზმი და ეს დაცულობის ბედნიერ შეგრძნებას გაძლევთ.

მაგრამ თუ ასე შეფუთული ხელებით, ეხებით ფულს, მობილურ ტელეფონს, რომელიც საუბრისას ახლოს გაქვთ სახესთან, ხელთათმანინი ხელებით ეხებით ბანკომატებს, სწრაფი გადახდის აპარატებს და შემდეგ ისწორებთ თმას, მიგაქვთ ხელი სახესთან, ეხებით მას, იკეთებთ და იხსნით სათვალეს, თქვენ ქმნით დამატებით რისკს დაბინძურებული ხელთათმანებით ინფიცირებისათვის.

ასე, რომ თუ იყენებთ ლატექსის ხელთათმანს, გამოიყენეთ ის სწორად - გაიკეთეთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისას, მისი მოვლისას, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში ნივთებთან და ზედაპირებთან შეხებისას. შემდეგ ხელთათმანი უნდა გადააგდოთ ან შეინახოთ გარეცხვამდე და დეზინფექტანტით დამუშავებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც გირჩევნიათ მთელი დღის მანძილზე გეკეთოთ ხელთათმანი, სრულყოფილად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ თქვენი ხელი არ მოხვდეს სახესთან. სხვა შემთხვევაში ლატექსის ხელთათმანი დაცვის ნაცვლად საფრთხის რისკს გაგიზრდით.

დაბოლოს, ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ!“ - წერს 
პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არა, კო­ვი­დის­შემ­დგო­მი, ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი ყო­ველ­თვის არაა აც­რის შემ­დგომ იმუ­ნი­ტეტ­ზე უფრო ძლი­ე­რი''

,,არა, კო­ვი­დის­შემ­დგო­მი, ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი ყო­ველ­თვის არაა აც­რის შემ­დგომ იმუ­ნი­ტეტ­ზე უფრო ძლი­ე­რი''

ქარ­თვე­ლი ექი­მი რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი (ამჟამად საფ­რან­გეთ­ში მუშაობს) სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის შე­სა­ხებ, ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გებზე წერს:

,,არა, კო­ვი­დის­შემ­დგო­მი, ბუ­ნებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტი ყო­ველ­თვის არაა აც­რის შემ­დგომ იმუ­ნი­ტეტ­ზე უფრო ძლი­ე­რი.

ტუ­ლუ­ზას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ის­წავ­ლეს ამ ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მო­მუ­შა­ვე 8758 ადა­მი­ა­ნის პოსტ კო­ვი­დუ­რი და კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის შემ­დგო­მი იმუ­ნი­ტე­ტი, კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, 2020 წლის ივ­ნი­სი­დან 2021 წლის აპ­რი­ლამ­დე. შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა 20 სექ­ტემ­ბერს, ​Journal of Infection.

ამ კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კო­ვი­დის გა­და­ტა­ნი­დან 3 თვე­ში კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა 79,3% ის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მი­ნი­მა­ლურ ზღვარ­ზე ჩა­მო­დის.

კვე­ლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ი­ყო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის 3 ზღვა­რი: ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ზღვა­რი ტოლი ან ნაკ­ლე­ბი 141 ერთ/მლ-ზე - კო­ვი­დის­გან დაც­ვა 12,1% ია. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ზღვა­რი 141-სა და 1700 ერთ/მლ ს შო­რის - კო­ვი­დის­გან დაც­ვა 90%-ია, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ფორ­მე­ბის­გან. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ზღვა­რი 1700 ერთ/მლ ზე უფრო მა­ღა­ლი - კო­ვი­დის­გან დაც­ვა 100%-ია, ანუ ამ ჯგუფ­ში ინ­ფექ­ცი­ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოვ­ლინ­და კო­ვიდ­გა­ტა­ნალ აც­რი­ლებ­ში (საფ­რან­გეთ­ში კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დგომ მხო­ლოდ ერთი დოზა კეთ­დე­ბა). ზოგს 147 000 ერთ/მლ და­უდ­გინ­და! აც­რის მე­ო­რე დო­ზის გა­კე­თე­ბის შემ­დგომ, აც­რი­დან ერთ თვე­ში ყვე­ლა აც­რილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და 141 ერთ/მლ მეტი, ანუ ყვე­ლას მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე მეტი. მა­შინ რო­დე­საც, რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნეთ, ამ ზღვარ­ზე ჩა­მო­დის კო­ვი­დის გა­და­ტა­ნი­დან 3 თვე­ში კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა 79,3%.

დას­კვნა ცალ­სა­ხაა, მხო­ლოდ კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის ხარ­ჯზე სან­დო, დამ­ცვე­ლი იმუ­ნი­ტე­ტის იმე­დად ყოფ­ნა საკ­მა­რი­სი არაა. ყვე­ლას არ ექ­ნე­ბა ასე­თი იმუ­ნი­ტე­ტი, თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ იმას, რომ ყვე­ლა ვერ გა­და­ი­ტანს კო­ვიდს ან ხანგძლი­ვი კო­ვი­დით გა­ი­ტან­ჯე­ბა. მხო­ლოდ აცრა, ან გა­და­ტა­ნის შემ­დგომ და­მა­ტე­ბით აცრა იცავს 90% ით, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ვი­დის მძი­მე ფორ­მე­ბის­გან,'' - აღნიშნა რევაზ ბოჭორიშვილმა. 


წაიკითხეთ სრულად