როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
რა უნდა გავაკეთოთ?
შეწყვიტეთ ალკოჰოლის ხშირი გამოყენება
საკვებ რაციონში შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული. ეს ვიტამინებითა და აუცილებელი მინერალებით სავსე პროდუქტებია, ყველა ამ ნივთიერებას თავისი როლი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
თუ კვება არაბალანსირებულია, თქვენი ექიმის რჩევით მიიღეთ შესაბამისი საკვები დანამატები
აკონტროლეთ წონა
თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ის - მაღალი არტერიული წნევა გართულებათა ერთ-ერთი განმაპირობებელია
აუცილებელია სრულფასოვანი ძილი - ღამის ძილის დროს ორგანიზმში ის ნივთიერებები გამომუშავდება, რაც აუცილებელია მიკრობების დასამარცხებლად
ივარჯიშეთ - რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს სასიცოცხლო ძალებს და კარგ განწყობასაც შეგიქმნით
დაბოლოს, დაიცავით ჰიგიენის წესები - დაიბანეთ ხელები ხშირად, საჭიროებისას გამოიყენეთ ალკოჰოლისშეცველი დეზინფექტანტები, გაწმინდეთ საოფისე მაგიდები, მობილური ტელეფონები, ნივთები, რასაც ხშირად ეხებით, თავი აარიდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და აუცილებლად დარჩით შინ, თუ ავად ხართ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)