Baby Bag

,,საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ!!!'' - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

,,საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ!!!'' - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი კორონავირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,მეგობრებო,დადგა გაზაფხული და ბუნებრივია ყველას უჩნდება სურვილი სეირნობის, კომუნიკაციების( თავშეყრების,შოპინგების,ქეიფის,მოფერებუს,ჩახუტების,მოგზაურობის და ა.შ) არ დაგვავიწყდეს,რომ კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავრთ!!! COVID-19 in action!!! ის არის ძალიან შეუსწავლელი,ახალი,მუტანტი სწრაფად გავრცელებადი ვირუსი,რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი,უფრო მეტად წვეთოვანი გზით და უკვე საუბარია გადაცემის ორალურ-ფეკალურ გზაზე(ამიტიმაც საჭიროა ხელების ინტენსიური დაბანა და ზედაპირების ხშირი დამუშავება)ვირუსი მრავლდება ლორწოვანებზე,მას ახასიათებს ბრძოლა სიცოცხლისათვის,ამიტომ ყველაფერს გააკეთებს რათა გამრავლდეს!!! 

‼️მკაცრად დავიცვათ სოციალური დისტანციის პრინციპი, ნუ ჩაეხუტებით, ნუ გადაკოცნით ერთმანეთს, ნუ მიუახლოვდებით 2 მეტრზე ახლოს(მოგზარობის ისტორია აუცილებელია ვიცოდეთ, მაგრამ არის უკვე შიდა გადაცემის შემთხვევებიც) საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ!!! სახლში მოსულებმა გაიხადეთ ტანსაცელი,ფეხსაცმელი,ხელის დაბანაზე აღარ ვსაუბრობ.... კორონავირუსი არ ცნობსსაზღვრებს,კანის ფერს,თანამდებობებს. 

‼️ხილი,ბისტნეული და მაღაზიებიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტი,სანამ შეინახავთ( რძე,იოგურტები,მაწონი და ზოგადად ყველაფერი რისი გარეცხვაც შეიძლება გარეცხეთ გამდინარე წყალში ან დაამუშავეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცებით ან სპირტით) რა არ გინახავთ ზედ რომ მიაცემინებენ და მიახველებენ ადამიანები,ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე... 

‼️დაამუშავეთ ზედაპირები ანტიბაქტერიული სითხეებით. ‼️სასურველია,არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტები გადავიდნენ ონლაინ მუშაობის პრინციპზე... 

‼️ვიზრუნოთ ერთმანეთზე,თუ გაქვთ მოგზაურობის ისტორია,თუ გაქვთ კონტაქტი საეჭვო პირთან,სიმპტომების გამოვლენამდე მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!! ‼️თუ აღგენიშნათ მაღალი ტემპერატურა,მშრალი ხველა ან სუნთქვის უკმარისობა,დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციურ,რესპუბლიკურ საავადმყიფოს ან გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა!!!! 

‼️გახსოვდეღ,რომ COVID-19-ის გარდა ამ პერიოდში აქტივირებულია რინოვირუსი,ადენოვირუსი,გრიპის და კიდევ სხვა უამრავი ვირუსი,თუმცა თვითდიაგნოსტიკისა და მკურნალობისგან თავი შეიკავეთ!!! 

‼️უამრავი იწერება კორონავირუსზე,ბევრი ფეიკია თავისი ბიზნესინტერესებით,ამ ახალი ბიოლოგიური მუტანტის შესახებ ბევრი რამ უცნობი და შეუსწავლელა,ამიტომ ნუ დაუჯერებთ ყველას და ყველაფერს!!! 

‼️გაითვალისწინეთ ჯანმო-ს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები!!! 

‼️მიმართეთ ყველა ხალხურ,ანტივირუსულ საშუალებას,გამოისვით ცხვირში ანტივირუსული მალამოები,ხშირად დალიეთ თბილი წყალი ყლუპებით. ‼️ვიყოთ ფრთხილად!!! 

ვიმოქმედოთ პანიკის გარეშე!!! 

დისტანციურად მოვეფეროთ ერთმანეთს!!! 

თავი ავარიდოთ შუღლს, ბოროტებას‼️

‼️ხელისუფლებამ კი უნდა გააძლიეროს ჰოსპიტალური სექტორის აღჭურვილობა,გადაამზადოს ექიმები და უმცრისი მედპერსინალი!!! ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ახალი და რთული გამოწვევისათვის!!!! 

‼️გახსოვდეთ,ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, ეს კი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს შეგნებაზე, განათლებაზე, ზნეობაზე და მოქალაქეობრივ კულტურაზე!!!! 

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას,'' - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ახალი შტამის „დელტაკრონის“ შესახებ ისაუბრა:

„თუ ომიკრონის სისწრაფეს გავითვალისწინებთ, ხანმოკლე პერიოდში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა თითოეულ ქვეყანაში. ახალ ვარიანტთთან დაკავშირებით ასეთი თვისება არ დაფიქსირებულა. რამდენად შეიძლება ეს იყოს შემაშფოთებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით უმრავლესი შეფასება არის ნეგატიური. ფიქრობენ, რომ ამ ვირუსმა არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა. ამ მხრივ მოლოდინი არ არის, რომ ეს ვირუსი იქნება იმის მსგავსი რაც იყო ან დელტა, ან ომიკრონი. გარკვეულწილად ფიქრობენ, რომ ასეთი მუტაციების შექმნა პანდემიის ბოლო პერიოდში უფრო ვითარდება. ჰიბრიდული მუტაციები, როგორც წესი, შემდეგ უკვე აღარ ვითარდებიან. ესეც დადებითი მაჩვენებელია.“

„იაშვილში ჩვენ ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ პოსტკოვიდური გართულებების მკურნალობაზე. ბოლო პერიოდში ამ რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ჩვენ ამის პროგნოზს ვაკეთებდით ჯერ კიდევ 4-5 კვირის წინ. საქართველოში ყოველ ათას ინფიცირებულ ადამიანში ორასი ბავშვია. ამ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარების ალბათობა არსებობს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ყოველ დღე შემოდის ჩვენთან ერთი პაციენტი ამ დიაგნოზით. ამ პაციენტების შემოსვლის ალბათობა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რჩება,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად