- ხმის ტემბრის შეცვლა
მყეფავი ხველა სტრიდორი ანუ გაძნელებული, ხმაურიანი შესუნთქვა
დებიუტი უხშირესად ერთიდაიგივეა - პატარას ღამით მშვიდობიანად გაისტუმრებთ დასაძინებლად და უეცრად გამთენიისას მას მყეფავი ხველით, სუნთქვის გაძნელებით ეღვიძება.
მყეფავი ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს ის ნახველის წარმოქნით და მდგომარეობის გაუმჯობესებით სრულდება. დაავადება შესაძლებელია მსუბუქად, საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს. მძიმე მიმდინარეობა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან შესაძლებელია ხორხის სრული დახშობა მოჰყვეს ძლიერი შეშუპების ხარჯზე.
რა ვქნათ?
- პირველ რიგში, უმთავრესი - არ დაიბნეთ!
- დაამშვიდეთ პატარა. ჭირვეულობა, ტირილი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.
- მოახვიეთ საბანი და პატარა აივანზე გაიყვანეთ. ცივი ჰაერის ზეგავლენით სპაზმური კომპონენტი მოიხსნება და მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესდება.
- მიეცით თბილი სითხეები
- გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა
კრუპის მკურნალობა სტეროიდულ ჰორმონის მიღებას გულისხმობს. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ გადაყლაპული, კუნთში შეყვანილი და ინჰალაციით მიღებული ჰორმონის ეფექტურობა ექვივალენტურია. ამიტომ თუ ინჰალატორი გაქვთ, დაუყოვნებლივ ჩაატარეთ ბუდესონიდის ინჰალაცია. ეს მედიკამენტი აფთიაქებში რამდენიმე სავაჭრო დასახელებით იყიდება და შერჩევაც იქვე შეგიძლიათ.
დარწმუნებული ვარ, იმ მშობლებს, ვის პატარასაც კრუპის სინდრომი ერთხელ მაინც დამართია, ინჰლატორიც და საჭირო მედიკამენტიც შინ აქვთ.