როგორ გამოვიცნოთ ბორელიოზი-დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ფოტოზე ბეჭდისებრ ლაქას ხედავთ. თუ ასეთ წარმონაქმნს საკუთარ ან თქვენი პატარას სხეულზეც ამჩნევთ, ნიშნავს, რომ ექიმს გადაუდებლად უნდა მიმართოთ. ასეთი ტიპის ლაქა ბორელიოზისათვისა დამახასიათებელი.
და სანამ მზიანი, ცხელი დღეები და ქალაქგარეთ დასვენების პერიოდი საბოლოოდ გასულა, ამ დაავადებაზეც მოგითხრობთ.
იგი 1975 წელს იქნა აღწერილი აშშ-ში ალენ სტირის მიერ, 1982 წელს ისიც დადგინდა, რომ მას მიკროორგანიზმი, სახელად Borrelia burgdorferi იწვევს. დაავადებას ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ეწოდა.
რა უნდა გვახსოვდეს?
ტკიპის საღმოჩენისას, ის არ უნდა მოაძროთ. დაადეთ ზეთით გაჟღენთილი საფენი და აცადეთ, რომ კანი კარგად გაიჟღინთოს. ზეთი ტკიპას მოძრაობის უნარს უკარგავს და მისი ხრახნისსებრი მოძრაობით ფრთხილად მოძრაობა კანიდან ადვილია.
თუ კანში ტკიპას თავი დარჩა, ჩათვალეთ, ის ვერ მოაცილეთ უსაფრთხოდ, რადგან ბორელიები სანრეწყვე ჯირკვლებში, თავის არეში ბინადრობენ. ასეთ შემთხვევაში უახლოეს კლინიკას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაკითხოთ, რათა ექიმმა სრულად მოაცილოს ტკიპა.
და კიდევ, თუ სოფლად, ტყეში ან მინდვრებში სეირნობისას ბავშვს ისეთი სამოსი ჩააცვით, რაც მის სხეულს დააფარავს, რაც ტკიპას სხეულზე მოხვედრას თვიდან აგაცილებთ,“ - აღნიშნავს პედიატრი.