როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
რა სიმპტომები ახასიათებს ცისტიტს და რა მოხდება, თუ დროულად არ მივმართავთ ექიმს?
დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგისრეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ცისტიტზემოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება, რომელიც ვითარდება ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შედეგად. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, იყოს არაინფექციური ხასიათის. მწვავე ცისტიტი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა, რომელიც დროული მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში გადადის ქრონიკულ ფორმაში, რომელიც პერიოდულად ატარებს გამწვავების სიმპტომებს! რამდენად ხშირად ვითარდება ცისტიტი და რა სიმპტომები ახასიათებს? არ მეგულება ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონია ცისტიტი. ქალებში ცისტიტი უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე მამაკაცებში, რაც განპირობებულია ანატომიური აგებულებით, კერძოდ კი ქალების შარდსადენი მილი უფრო მოკლეა, ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ბაქტერიები უფრო ადვილად შედიან შარდის ბუშტში. მწვავე ცისტიტის სიმპტომები:
შარდის ბუშტის არასრულო დაცლის შეგრძნება
სხეულის ტემპერატურის მატება
შარდის შეუკავებლობა
წვის შეგრძნება შარდსადენის არეში
სისუსტე და თავბრუსხვევა
ხშირი შარდვა
ტკივილი
ტკივილი ცისტიტის დროს ლოკალიზდება უპირატესად მუცლის ქვედა არეში და მენჯში. ასევე ხშირია წელის ტკივილი. ცისტიტის დროს შარდის შეფერილობა იცვლება და იღებს მოწითალო ფერსა და უსიამოვნო სუნს.
ქრონიკულ ცისტიტს ახასიათებს იგივე სიმპტომები, ოღონდ ნაკლები ინტენსივობით.
რა მიზეზები იწვევს ცისტიტს განვითარებას?
ცისტიტის გამომწვევი მიზეზებია:
უხარისხო ჰიგიენის საშუალებები (ტამპონი, პაკეტი - მათი შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება პროდუქტს გავლილი აქვს თუ არა დერმატოლოგიური ან ჰიგიენური ტესტირება)
შარდის ბუშტის ხანგრძლივი კათეტერიზაცია
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება (სიმსუქნე)
არასაკმარისი ინტიმური ჰიგიენა
ორგანიზმის გადაციება
რა მოხდება, თუ დროულად არ მივმართავთ ექიმს?
თუ არ მოხდა დროული მკურნალობა, მივიღებთ შემდეგ გართულებებს:
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (როდესაც შარდი შარდის ბუშტიდან ბრუნდება უკან შარდსაწვეთებში)