როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„მკაცრად უნდა გავაჟღეროთ, რომ ვაქცინა არ არის ექსპერიმენტული,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ კოვიდ-19-თან ბრძოლაში ვაქცინების მაღალი ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა და მსოფლიო პრაქტიკიდან მიღებული მონაცემები გაგვაცნო:
„მსოფლიო პრაქტიკა ასეთია, რომ 95 %-ზე მეტი აცრილი ადამიანი არც ჰოსპიტალში ხვდება და არც ლეტალობის შემთხვევები არ არის. ეს არის რეალობა, რამდენიც უნდა ვისაუბროთ ჩვენ ვაქცინა არის ავტორიზებული, პრეკვალიფიცირებული თუ ა.შ. მკაცრად უნდა გავაჟღეროთ, რომ ვაქცინა არ არის ექსპერიმენტული.“
თემურ მიქელაძის თქმით, ექსპერიმენტული ვაქცინები მხოლოდ ცხოველებზე კეთდება:
„ბავშვებს რაც შეეხება, კონკრეტულად ერთი ადამიანი არ ინფიცირდება. ირგვლივ ინფიცირებული უნდა იყოს ან მომვლელი, ან უნდა იყოს ინფიცირებულ სხვა ბავშვთან კონტაქტი. ამით ვახდენთ დიფერენცირებას, ბავშვს რა ტიპის ვირუსი აქვს. ახლა გავრცელებულია სეზონური ინფექციებიც, რომლებიც აბსოლუტურად მსგავსია კორონავირუსული ინფექციების. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, რინოვირუსული იქნება თუ ადენოვირუსული ინფექციები, საკმაოდ ძნელი სადიფერენციოა. ჩემთან მოსული პაციენტების 15-20 %-ს კორონავირუსული ინფექცია აქვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.