„ჩემი დღევანდელი მოხსენება არითმოლოგიის მიმართულებას ეძღვნებოდა. ძირითადად ორი ასპექტი გამოვყავი, პირველი ეს გახლდათ უეცარი კარდიული სიკვდილი, რომელზეც მთელი კარდიოლოგიური გარდაცვალების ნახევარი მოდის. მაგალითად, ამ მიზეზით აშშ-ში ყოველწლიურად 350 ათასი გარდაცვალება ფიქსირდება, ქართულ სტატისტიკაზე თუ გადმოვიტანთ, ეს ნიშნავს დღეში 12 უეცარ სიკვდილს, რისკებისგან თავის არიდება კი მხოლოდ სწორი დიაგნოსტიკითა და გულში შესაბამისი მოწყობილობების იმპლანტაციითაა შესაძლებელი. რაც შეეხება თემის მეორე ნაწილს, წინაგულთა ფიბრილაციის მართვა გახლდათ, იგივე მოციმციმე არითმია, რომელიც ინსულტების განვითარების ერთ-ერთი მიზეზია - მსოფლიოში ყოველი მეოთხე ინსულტი სწორედ წინაგულთა ფიბრილაციის შედეგია. ამ დაავადებისგან სიკვდილობის შემცირება მხოლოდ დროული აბლაციით შეიძლება, ანუ არითმიის კერების მოწვით ან მოყინვით, რაც პაციენტების დიდ ნაწილს ცხოვრების ჯანმრთელი რიტმით გაგრძელების საშუალებას აძლევს. „ნიუ ჰოსპიტალსში“ არითმიების მართვის თანამედროვე ცენტრი გვაქვს, რომელიც სრულყოფილი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი“- ზვიად მათოშვილი
„ნიუ ჰოსპიტალსში“ დიდი ხანია კარდიოქირურგიული განყოფილება არსებობს, რომელიც ოპერაციების სრულ სპექტრს ატარებს. წლების განმავლობაში მრავალი წარმატებული გამოცდილება დაგვიგროვდა და კონფერენციაც ამ წარმატებული გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარებას ემსახურება.
მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, მოხსენებაში წარვადგინე მომუშავე გულზე ოპერაციის, შუნტირების საკითხი, რომელიც საქართველოში ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციების 70% -ს მოიცავს. შუნტირება გაცილებით ამცირებს პაციენტის გართულებას და სწრაფად ახდენს მის რეაბილიტაციას, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ინფარქტს.
საქართველოში კარდიოლოგია და კარდიოქირურგია იმდენად მაღალ საფეხურზეა, შეიძლება ითქვას, რეგიონში ლიდერები ვართ.“ - ზაზა კაციტაძე
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
R.