Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვუაროთ თავს ორსულობის დროს

როგორ მოვუაროთ თავს ორსულობის დროს

რა ეკრძალებათ და რისი დათმობა უწევთ ქალებს ორსულობისას. როგორ უვლიან თავს ქართველი ორსულები და რა ხრიკს მიმართავს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს „იმედის დღეში“ იპოვით.

ასევე დაგაინტერესებთ:

​ამერიკელმა ქალმა 9 წუთში 6 შვილი გააჩინა​

​რა ზიანს აყენებს ძილს უსუფთაო თეთრეული და ბალიშის პირი

​ამერიკელმა ქალმა ორსულობის შესახებ სამშობიარო ტკივილების დაწყების დროს შეიტყო

რა ვქნათ, როცა ბავშვებს ჭკუიდან გადავყავართ - ემოციური გადაწვა მშობლებში

​ბრტყელთავიანობა ჩვილებში - როგორ ავარიდოთ თავი ბრტყელთავიანობას?

წაიკითხეთ სრულად