Baby Bag

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვის ორგანიზმში ტყვიაა - ძირითადი სიმპტომები

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვის ორგანიზმში ტყვიაა - ძირითადი სიმპტომები

სამეცნიერო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ტყვიის რაოდენობა დასაშვებ ნორმას აღემატება 268 დასახელების პროდუქტში, რომლსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს, მათ შორის საბავშვო სათამაშოებში. 

ტყვიით მოწამვლა, ჩვეულებრივ, ტყვიის შემცველი საკვებისა და წყლის მიღებით ხდება, მაგრამ შესაძლოა, გრუნტის, მტვრისა და ტყვიაზე დაფუძნებული საღებავის შემთხვევითი შესუნთქვითაც მოხდეს.

როგორ უნდა მივხდეთ, რომ ბავშის ორგანიზმი ტყვიაა. აღნიშნულ სიმპტომებზე პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს. 

წაიკითხეთ სრულად