Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ამოვიცნოთ ანგინა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

როგორ ამოვიცნოთ ანგინა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ ანგინა ბაქტერიული ინფექციაა და არა - ვირუსული. მის სამკურნალოდ სავლებებისა და საწუწნი აბების გამოყენება არაეფექტიანია.​ ევგენი კომაროვსკი მშობლებს უხსნის, როგორ უნდა უმკურნალონ ანგინას, თუ ბავშვს ყელის ტკივილი აწუხებს და როგორ უნდა გაარჩიონ ის ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ყელის ტკივილისგან. ცნობილი პედიატრი უფროსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ​ანგინა, თუ მას სწორად არ ვუმკურნალეთ, სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად