Baby Bag

„თუ დღის განმავლობაში მთქნარების რაოდენობა აღემატება 100-ს, ეს უკვე პათოლოგიაა და აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას,“- ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

„თუ დღის განმავლობაში მთქნარების რაოდენობა აღემატება 100-ს, ეს უკვე პათოლოგიაა და აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას,“- ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პათოლოგიური მთქნარებისა და მისი გამომწვევი დაავადებების შესახებ ისაუბრა:

„მთქნარება ძალიან საინტერესო ფიზიოლოგიური აქტია, რომელიც გულისხმობს ღრმა ჩასუნთქვას და შემდგომ ნელ ამოსუნთქავს. ეს ემსახურება სისხლის ჟანგბადით მომარაგებას. ამ დროს ადამიანი შვებასაც გრძნობს. ეს არის მისი ფუნქციური დატვირთვა. მთქნარების აქტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ მისი გადამდებობის საკითხი. პირველი მიზეზი შესაძლოა, იყოს ქამელეონის ეფექტი. როდესაც ადამიანი უყურებს სტერეოტიპულ მოქმედებას, შეიძლება მან გაიმეოროს, როგორც ქამელეონმა. ადამიანს აქვს ე.წ. სარკისებური ნეირონები. როდესაც მე ვუყურებ რაღაც მოძრაობას, ჩემი სარკისებური ნეირონები იმეორებენ იმას, რაც თვალით აღვიქვი და დავიმახსოვრე. ადამიანს შეიძლება დომინოს ეფექტითაც გადაედოს სხვისი მოძრაობები და ჟესტიკულაციები.

დღის განმავლობაში 15-დან 20-მდე მთქნარება არის ნორმალური მაჩვენებელი. თუ დღის განმავლობაში მთქნარების რაოდენობა აღემატება 100-ს და მეტს, ეს უკვე პათოლოგიაა და აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას და ექიმთან კონსულტაციას. მთქნარების რა საფუძველი შეიძლება იყოს სამედიცინო თვალსაზრისით? მთქნარება ცალსახად ასოცირდება ძილის დარღვევასთან. მთქნარება და ძილის სურვილი გაიგივებულია, თუმცა არსებობს ბევრი დაავადება, რომელიც, შესაძლოა, მიანიშნებდეს მთქნარების პათოლოგიურ შინაარსზე. ეს შეიძლება იყოს თავის ტვინისა და ნევროლოგიური დაზიანების ნიშანი. მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, ისეთი ნევროლოგიური დაავადება, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი. შესაძლოა, ასეთ ადამიანს ჰქონდეს მთქნარება, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი. შესაძლოა, მთქნარება იყოს იშემიური ინსულტის ერთ-ერთი გამოხატულება. შესაძლოა, პათოლოგიური მთქნარება იყოს ეპილეფსიისა და შაკიკის აურის ფაზაში. ასეთ შემთხვევაში მივდივართ ნევროლოგთან. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც პათოლოგიური მთქნარება შეიძლება გამოიწვიოს, არის რკინის დეფიციტი. მთქნარება, შესაძლოა, კლინიკურად გამოიწვიოს ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი ბალანსის მჟავიანობისკენ გადახრამ. მთქნარება აწუხებთ ძილის ობსტურქციული აპნოეს მქონე ადამიანებს,“- მოცემულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ნიუ ჰოსპიტალსში“ ჭარბწონიანი პაციენტებისთვის ქირურგიულ ჩარევებზე უპრეცედენტო შეთავაზება მოქმედებს

​„ნიუ ჰოსპიტალსში“ ჭარბწონიანი პაციენტებისთვის ქირურგიულ ჩარევებზე უპრეცედენტო შეთავაზება მოქმედებს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ მორბიდული სიმსუქნის მქონე პაციენტებს განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ჭარბი წონა, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ბარიატრიული ქირურგის უფასო კონსულტაციით; ასევე, მიიღონ უპრეცედენტო ფასდაკლება ბარიატრიულ პროცედურებსა და პაციენტის მეთვალყურეობის პროგრამაზე. პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ 30 წლიანი გამოცდილების მქონე ქირურგი, ​გია მოსიაშვილი​ და ენდოკრინოლოგი, ​ლიკა კაჭარავა.​

კონსულტაცია რეკომენდებულია პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებს:

  • ჭარბი წონა და ჰქონია დიეტით წონის კლების წარუმატებელი მცდელობები. ასევე, პაციენტებისთვის, რომელთაც ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად ვერ მიაღწიეს შედეგს;
  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2) ან აქვს მისი განვითარების მაღალი რისკი;
  • მორბიდულ სიმსუქნესთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

​მორბიდული სიმსუქნე​ დაკავშირებულია ჯანმრთელობის რისკებთან და იწვევს ისეთ გართულებებს როგორიც არის: შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2), ღვიძლის გაცხიმოვნება, ინფარქტი, ინსულტი, ხერხემლის და ქვემო კიდურების მსხვილი სახსრების დაზიანება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული და მწვავე დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია და ძილის აპნოე. მორბიდული სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში მაღალია სხვადასხვა კიბოს განვითარების რისკი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

​ბარიატრიული ქირურგია​ მორბიდული სიმსუქნის მკურნალობის მიმართულებაა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ბარიატრიული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ექიმთან კონსულტაციის შედეგად, ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ბარიატრიული ქირურგიის ცენტრის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს ქირურგიული პროცედურების ჩატარებას და პაციენტების პოსტოპერაციულ მეთვალყურეობას. მკურნალობის პროცესში ერთვება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მოიცავს ბარიატრიულ ქირურგს, ენდოკრინოლოგს, ფსიქოლოგს, გასტროენტეროლოგს, თერაპევტს, კარდიოლოგს, გინეკოლოგს, ანგიოლოგს, ანესთეზიოლოგს და რადიოლოგს. პაციენტებისთვის შესაძლებელია ერთ სივრცეში მიიღონ ყველა აღნიშნული სერვისი, როგორც წინასაოპერაციო ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში და აწარმოონ ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

R. 

წაიკითხეთ სრულად