Baby Bag

რა სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარებამდე? - ჰემატოლოგ ლევან მახალდიანის პასუხი

რა სიმპტომები ვლინდება თრომბის განვითარებამდე? - ჰემატოლოგ ლევან მახალდიანის პასუხი

ჰემატოლოგმა ლევან მახალდიანმა თრომბის ორი სახეობის შესახებ ისაუბრა და ის რისკ-ფაქტორები დაასახელა, რომელიც თითოეული მათგანის გაჩენას უწყობს ხელს:

„არსებობს ორი სახის თრომბი. ერთი არის, რომელიც ჩნდება არტერიაში. ამ შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ფორმა არის მიოკარდიუმის ინფარქტი. ამას უფრო მარტივად ხვდება ადამიანი, იმიტომ, რომ გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნობა. ჰოსპიტალიზაციის პირობებში ვენურ სისტემაში ჩნდება თრომბი. არტერიული თრომბოზის შემთხვევაში ჰოსპიტალიზირება არ არის რისკ-ფაქტორი. ჰოსპიტალიზირებული პაციენტი არის იმობილიზებული, წევს საწოლში. როდესაც არ ხდება ქვემო კიდურების მუშაობა, სისხლს უჭირს მიდინება გულის მიმართულებით, დუნდება სისხლის მოძრაობა და იქმნება იდეალური პირობა, რომ გაჩნდეს თრომბი.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ფილტვში თრომბის გაჩენაზე. სწორედ ქვედა კიდური არის წყარო. ქვედა კიდურიდან მოწყვეტილი თრომბი მიემართება ფილტვის არტერიისკენ, სადაც ხდება თრომბირება. არტერიულ თრომბოზებში გვაქვს მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი. აქ უფრო რისკ-ფაქტორად განიხილება ათეროსკლეროზი. თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ქვემო კიდურში არტერიების თრომბირების,“- აღნიშნა ლევან მახალდიანმა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე“

,,არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე“
ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია ზომიერ ფიზიკურ აქტივობაზე საუბრობს. ,,არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე“ - აღნიშნავს მარი მალაზონია.

5 რჩევა ზომიერი ფიზიკური აქტოვობისთვის მარი მალაზონიასგან იხილეთ ვიდეოში

წაიკითხეთ სრულად