Baby Bag

„ბევრი წიწაკა ვჭამოთ, რომ სიყვარული გამოგვიმუშავდეს,“- ლევან რატიანი ცხარე წიწაკის სასარგებლო თვისებებზე

„ბევრი წიწაკა ვჭამოთ, რომ სიყვარული გამოგვიმუშავდეს,“- ლევან რატიანი ცხარე წიწაკის სასარგებლო თვისებებზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ცხარე წიწაკის სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა:

„კაფსაცინი არის ნივთიერება, რომელიც სიცხარეს და სიმწარეს აძლევს წიწაკას. კაფსაცინი ძალიან კარგია, რომ იცოდეთ. ყველაზე ცხარე არის წითელი წიწაკა. მასში ბევრი კაფსაცინი შედის. განსაკუთრებით ბევრია ის თესლსა და ტიხრებში, რაც აძლევს მას ჩვენთვის საყვარელ გემოს. წიწაკას ტიხრები აძლევს სიმწარეს.

რატომ უყვართ ადამიანებს ცხარეს ჭამა? ეს არის რეცეპტორების ბრალი, რომელიც მოთავსებულია ჩვენს ენაზე. ცხარეს მირთმევის შემთხვევაში ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, რომელიც ბედნიერებას და სიყვარულს ანიჭებს ადამიანებს. ასე რომ, ბევრი წიწაკა ვჭამოთ, რომ სიყვარული გამოგვიმუშავდეს.

წიწაკა დიეტური პროდუქტი ნამდვილად არ არის, მაგრამ სასარგებლო ნამდვილად არის. მეგრელებს ჰქონდათ ოდა სახლები. იქ ჩამოკიდებული ჰქონდათ ეს წითელი წიწაკები, შებოლილი. ავი თვალისგანაც კი იცავსო, ასე ამბობენ,”-აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„აუცილებლად დამტკიცდება ეს წესი ჩვენთან,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„აუცილებლად დამტკიცდება ეს წესი ჩვენთან,“ - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ასტრაზენეკათი ვაქცინირებული ადამიანებისთვის საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბუსტერ დოზების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბრიტანეთში ასტრაზენეკას ვაქცინის ​ბუსტერი დასაშვებია ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ > 50 წლის მოქალაქეებისთვის, რისკის მქონე შუა ასაკის ადამიანებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.

ბუსტერად გამოსაყენებლად უპირატესობა ენიჭება ფაიზერს ან მოდერნას.

საქართველოში ასტრაზენეკას ორი დოზით აცრილია 58 689 ადამიანი, ​მათი ძირითადი ნაწილისთვის ბუსტერის საჭიროება დადგება დეკემბერში! იქამდე აუცილებლად დამტკიცდება ეს წესი ჩვენთან.

პ.ს. მე ბუსტერი მიწევს 4 დეკემბერს,“ - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაიკითხეთ სრულად