Baby Bag

„თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ხასიათის ტკივილი სახსრებში, რა თქმა უნდა, მან, პირველ რიგში, უნდა მიმართოს სპეციალისტს,“- რევმატოლოგი თამთა კობახიძე

„თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ხასიათის ტკივილი სახსრებში, რა თქმა უნდა, მან, პირველ რიგში, უნდა მიმართოს სპეციალისტს,“- რევმატოლოგი თამთა კობახიძე

რევმატოლოგმა თამთა კობახიძემ კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებში სახსრების ტკივილის ხშირი გამოვლენის შესახებ ისაუბრა:

„ხშირი შემთხვევაა, როდესაც კოვიდ ინფექციის დროს არის ტკივილი სახსრებში. არაფერი არ იყო, პაციენტს მსგავსი ჩივილები არ ჰქონდა, მაგრამ დაეწყო ტკივილი თითქმის ყველა სახსარში. აქ რევმატოლოგებიც ვერთვებით, არის თუ არა იქ რაიმე სისტემური პათოლოგია თუ რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე.“

თამთა კობახიძის თქმით, ძლიერი ხასიათის ტკვივილის დროს პაციენტმა სპეციალისტს უნდა მიმართოს:

„თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ხასიათის ტკივილი სახსრებში, რა თქმა უნდა, მან, პირველ რიგში, უნდა მიმართოს სპეციალისტს. შეიძლება გარკვეული დღეების განმავლობაში მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელი პრეპარატი, მაგრამ ამას არ უნდა მივცეთ მასიური სახე. მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ შინაგან ორგანოებს. ანტიბიოტიკი სახსრების ტკივილის დროს აბსოლუტურად მიუღებელი პრეპარატთა ჯგუფია.“

„სახსარი სუსტი და ნაზი ორგანოა. ის მაქსიმალურად შეიგრძნობს ამინდის ცვლილებას. შესაბამისად იწყება ტკივილი. რევმატიზმით დაავადებული პაციენტები უფრო მკვეთრად აღიქვამენ ამ ყველაფერს. ამინდის ცვლილებაზე რეაგირება წინასწარ პრევენციას და მედიკამენტოზურ დახმარებას არ საჭიროებს,“- აღნიშნულ საკითხზე თამთა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ჩაეხუტეთ ერთმანეთს ორმეტრიანი დისტანციით''

,,ჩაეხუტეთ ერთმანეთს ორმეტრიანი დისტანციით''
,,ჩაეხუტეთ ერთმანეთს ორმეტრიანი დისტანციით'' - პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ამასთანავე მეტი ოპტიმიზმისა და სიყვარულისკენ მოუწოდებს. 

გიორგი ფხაკაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი. 
ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად